იტალიის სერია D-ში მონაწილე კლუბის, "გროსეტოს" მწვრთნელი ტომაზო კასალინი 16 წლის შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა ტუნბერგის შეურაცხყოფის გამო სოციალურ ქსელში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"პატარა ძუკნა! 16 წლისას უკვე ქუჩაში შეეძლო ემუშავა", - დაწერა კასალინიმ "ფეისბუქზე".
"გროსეტოში" მომენტალურად გამოეხმაურნენ ამ ამბავს, მწვრთნელი გაათავისუფლეს და ასევე განაცხადეს, რომ მისი საქციელი კლუბის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
ცოტა ხნის შემდეგ კი კასალინიმ ბოდიში მოიხადა:
"გაბრაზების მომენტში ემოციები ვერ შევიკავე. ეკოაქტივისტის მისამართით არასწორი გამონათქვამები გამოვიყენე, რის გამოც ვწუხვარ", - ციტირებს მწვრთნელს Football Italia.
ტუნბერგი გაეროს სამიტზე სიტყვით გამოვიდა და
კლიმატური სამიტის მონაწილეები უმოქმედობაში დაადანაშაულა.