სხვა

საინტერესო ამბები

იტალიელმა მწვრთნელმა გრეტა ტუნბერგს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სამსახურიდან გაუშვეს

AutoSharing Option
იტალიის სერია D-ში მონაწილე კლუბის, "გროსეტოს" მწვრთნელი ტომაზო კასალინი 16 წლის შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა ტუნბერგის შეურაცხყოფის გამო სოციალურ ქსელში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"პატარა ძუკნა! 16 წლისას უკვე ქუჩაში შეეძლო ემუშავა", - დაწერა კასალინიმ "ფეისბუქზე".

Sportall.Ge

"გროსეტოში" მომენტალურად გამოეხმაურნენ ამ ამბავს, მწვრთნელი გაათავისუფლეს და ასევე განაცხადეს, რომ მისი საქციელი კლუბის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ცოტა ხნის შემდეგ კი კასალინიმ ბოდიში მოიხადა:

"გაბრაზების მომენტში ემოციები ვერ შევიკავე. ეკოაქტივისტის მისამართით არასწორი გამონათქვამები გამოვიყენე, რის გამოც ვწუხვარ", - ციტირებს მწვრთნელს Football Italia.

ტუნბერგი გაეროს სამიტზე სიტყვით გამოვიდა და
კლიმატური სამიტის მონაწილეები უმოქმედობაში დაადანაშაულა.