სხვა

საინტერესო ამბები

თინა კანდელაკი: მილევსკისთან სექსი? შეერგოს!

AutoSharing Option
ცნობილმა ტელეწამყვანმა და "მატჩ ტვ"-ის გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა კომენტარი გააკეთა კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ არტიომ მილევსკისთან სექსზე.

"დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე. ძალიან ბევრი ადამიანი მიწერს მილევსკის შესახებ კომენტარებში. რა შემიძლია ამაზე ვთქვა? განაგრძეთ, მეგობრებო, ძიება.

კლასელი მყავდა გოჩა დარსაძე. მე-3 კლასში მასთან რომანი მქონდა და ამის შესახებ თბილისის მთელმა 64-ე საშუალო სკოლამ იცოდა. ბევრი გატაცება მქონდა როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.

არ დაგავიწყდეთ ის, რომ მეორედ დავქორწინდი. ვასილი ბროვკოსთან გატარებული 10 წლიდან ოფიციალურად 3 წელია, რაც
ცოლ-ქმარი ვართ. სხვადასხვა პერიოდი გვქონდა - ხან ერთად ვიყავით, ხან ვშორდებოდით.

43 წლის ცოცხალი ქალი ვარ. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, ამ 43 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის ურთიერთობა მქონდა. ერთადერთი რამ, რაც პრობლემად მიმაჩნია და ზოგჯერ ღიმილსაც მგვრის: როგორც ჩანს, არიან კაცები, რომელთათვის ცხოვრების ყველაზე ნათელი მოგონება ჩემთან შეხვედრას უკავშირდება და ამის შესახებ უნდათ მოყოლა. შეარგოთ!" - აღნიშნა თინა კანდელაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ