ჩემპიონატის მთავარი პრიზის მფლობელი და საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანიის წარმომადგენელი ჰარალდ იოჰანი გახდა.
რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის (სსნფ) წარმომადგენლებს, სოსო მენაბდიშვილმა მე-4 ადგილით, ლევან ქარელმა მე-8 ადგილით და მარინა პირველმა ქალთა შორის მე-3 საპრიზო ადგილით ქართველი გულშემატკივარი გაახარეს და ქართული ნარდისა და ქვეყანას წლევანდელი წარმატებული სერია გააგრძელეს!
საუნივესიტეტო ნარდის გუნდურ პირველობაზე ფინალში ორივე ქართული გუნდური წყვილი გავიდა. შესაბამისად
"ვანპოინტის" (ერთ ქულამდე) გათამაშების ფინლისტი კი ქართველი ნარდის ოსტატი რომან გვენეტაძე იყო.
21 და 22 დეკემბერს გაიმართება საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი. 21 დეკემბერს კი 10 სთ-ზე ფედერაციის დაფინანსებით ნარდის მოყვარულთათვის მოეწყობა უფასო შესარჩევი ტური საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის საგზურის მოსაპოვებლად (ადგილები შეზღუდულია). რეგისტრაცია მიმდინარეობს. მისამართი: ქუჩიშვილის 8 (სასტუმრო "პრიმავერა").