ვაკანსია Sportall.ge-ზე - შემოუერთდი ჩვენს სარედაქციო გუნდს

AutoSharing Option
Sportall.ge აცხადებს ვაკანსიას მთავარი რედაქტორის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ისეთ ადამიანს, რომელიც:

  • კარგად ერკვევა სპორტში
  • იცის, როგორ უნდა დაწეროს და შეადგინოს ახალი ამბავი, სტატია, ინტერვიუ და მულტიმედია კონტენტი
  • შეუძლია სოციალური ქსელების მართვა და ზედამხედველობა
  • ფლობს მინიმუმ ერთ უცხოურ ენას
  • უნდა შეეძლოს სარედაქციო გუნდის მართვა, დავალებების მიცემა და ახალ იდეებზე მუშაობა
  • გამართულად წერს ქართულად
  • იცის საოფისე, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამა და ონლაინედითორები
  • იზრუნებს ვებგვერდის განვითარებაზე
  • დაარედაქტირებს ტექსტებს
  • დაგეგმავს სამუშაო პროცესს
  • იქნება მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია ზემოთ ხსენებულის გაკეთება და გაქვს ამის პოტენციალი და სურვილი, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელმისამართზე: vacancy@palitra.ge

subject-ში
მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 თებერვალი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:30-18:00;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. #49

გისურვებთ წარმატებას!
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიმიტრი გელოვანი)
zviads
00:49 24-01-2020
0
ხელფასი ვაბშე არ გვაინტერესებს?
ვვვ
22:57 23-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული