იკარდის ცოლის შესახებ Netflix და HBO სერიალს გადაიღებენ

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის ცოლმა ვანდა ნარამ განაცხადა, რომ მის შესახებ ბიოგრაფიული სერიალის გადაღებას მსოფლიოს წამყვანი ტელესტუდიები აპირებენ.

"ამ წელს ორმა დიდმა კომპანიამ შემომთავაზა ჩემი ცხოვრების შესახებ სერიალის გადაღება: პირველი Netflix-ი იყო, მეორე HBO. ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ ჩამოვაყალიბო ისტორია. ჩემი ბავშვობიდან თუ დაიწყო, ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერიალი გამოვა. კიდევ ერთი პანდემია დაგვჭირდება მის სანახავად. ძალიან ბევრი ისტორია და პერსონაჟი იქნება. ამ კვირაში ჩვენ მონაკვეთების გაკეთებას დავიწყებთ.

ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცის, თუმცა,
გეფიცებით, უამრავი პიკანტური დეტალი საიდუმლოდაა დარჩენილი. როგორც მითხრეს, სერიალის ნაწილს არგენტინაში გადაიღებენ, ხოლო ძირითადი ნაწილს კი - ევროპაში.

არ მკითხოთ, თუ ვინ შეასრულებს ჩემს როლს, ამ დრომდე ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ მაქვს", - უთხრა ვანდამ Gente-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზე ფილმი ბრაზზერსმა გადაიღოს სჯობს
Nick
12:12 13-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული