სხვა

საინტერესო ამბები

ბრაზილიური კავკასია - ოსი მსოფლიო ჩემპიონის საცოლე მეძავი აღმოჩნდა და სპორტსმენს ეს ქორწილის დროს აცნობეს

AutoSharing Option
რა არ დაატყდება თავს კაცს, მაგრამ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არავის სურს ისეთი ამბის წარმოდგენა, რაც მსოფლიოს ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ოს ზაურბეკ სიდაკოვს დაატყდა თავს.

ზაურბეკის ქორწილი ვლადიკავკაზში მიმდინარეობდა, როცა მისმა ახლობლებმა სოციალურ ქსელში მიიღეს შეტყობინება ვიდეორგოლის სახით, რომელშიც მათი მეგობარი სიდაკოვის უკვე მეუღლე იყო აღბეჭდილი, ცხადია, უხერხულ მდგომარეობაში...

ეს ყველაფერი კი გოგონას ყოფილმა შეყვარებულმა გააკეთა, რომელმაც საყვარელ ადამიანს სამაგიერო ასე გადაუხადა. ვერაფერს ვიტყვით, ვინც გიყვარს, იმას სწორედ ასე უნდა მოექცე...

ვიდეომასალის გარდა, შეტყობინებაში ავტორი ირწმუნებოდა, რომ წარსულმა სიდაკოვის
საცოლე მეძავი იყო და პარალელურად, პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოგადაღებებშიც იღებდა მონაწილეობას.

ამ ყველაფრის შემდეგ ზაურბეკ სიდაკოვმა სკანდალი მოაწყო - საცოლე პირდაპირ ქორწილის სუფრიდან თმებით გაათრია შენობის გარეთ.

როგორც "რია ნოვოსტი" წერს, მშობლებმა სიდაკოვი ქალაქიდან გაიყვანეს, რათა უფრო დიდი უბედურება აეცილებინათ თავიდან.

24 წლი სიდაკოვი 74 კგ წონით კატეგორიაში გამოდის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახლავთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები 2018 და 2019 წლებში მოიპოვა. გარდა ამისა, ოქროს მედლები ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო თასსა და რუსეთის პირველობაზეც დაისაკუთრა.