ალისა შმიდტი "დორტმუნდის" ფიზმომზადების მწვრთნელი გახლავთ.
ახალგაზრდა გერმანელი 20-წლამდელთა ოლიმპიური ვერცხლის მფლობელია და როგორც განაცხადა, 2021 წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე უმაღლესი მიზნების დასაპყრობად მიემგზავრება.
ავსტრალიურმა გაზეთმა Busted Coverage-მა 2020 წლის იანვარში 21 წლის გერმანელი ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად დაასახელა.
ალისამ კი საკმაოდ უცნაური და ამავდროულად, დიდებული პასუხი გასცა: "არ ვიცი, ეს ტიტული მე რატომ მომანიჭეს, ჩემთვის სპორტული კარიერაა პრიორიტეტი".
მისი შრომისმოყვარეობაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ანდეს "დორტმუნდელებმა" ეს საპასუხისმგებლო საქმე.