26-წლიან კარიერაში ფეხბურთელი მოედანზე არასდროს გასულა [PHOTO]

AutoSharing Option
კარლეს კაისერი, ადამიანი, რომელსაც 26-წლიანი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და მოედანზე არასდროს გასულა. რეალურად, კაიზერმა ფეხბურთის თამაში საერთოდ არ იცოდა. ყოველ შემთხვევაში, ცუდი ფეხბურთელი იყო, თუმცა დარწმუნების უნიკალური უნარი ჰქონდა. 

"კარიერის განმავლობაში უთვალავი ტრავმა მოვიგონე იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში არ მეთამაშა. როდესაც გამოჯანმრთელების დრო მომდიოდა, ჩემი ექიმი მეგობარი ცნობებს მიწერდა, ვითომდა ავად ვიყავი" - ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი. 

მას კონტრაქტი ჰქონდა ავსტრიაში, ასევე, ფრანგულ "აიაჩოსთანაც" კი, სადაც კინაღამ პირველივე დღეს გამოიჭირეს. 

კაიზერის პრეზენტაციაზე უამრავი ადამიანი მივიდა. ფეხბურთელს ბურთები დაახვედრეს, რათა რაღაც
სიმბოლური მაინც შემოეთავაზებინა გულშემატკივრისთვის, თუმცა ის არ დაიბნა და მაშინვე ყველა ბურთი ტრიბუნებისკენ გაგზავნა. ამით მაყურებლის გული მოიგო. 

კაიზერი ვიზუალურად ერთ-ერთ ფეხბურთელს ჰგავდა. ბრაზილიელმა ეს სწორად გამოიყენა და სადაც უნდოდა გადასვლა, ამ კასეტას გზავნიდა და ატყუებდა ხელმძღვანელობას, რადგან ისინი ხედავდნენ, რომ შესანიშნავი ტექნიკა, დარტყმა, პასი ჰქონდა და მათ ეს მოსწონდათ. არადა, სულ არ იცოდნენ, სინამდვილეში რასთან ჰქონდათ საქმე.
Sportall.Ge


















ერთ-ერთი გუნდის პრეზიდენტმა მოითხოვა კარლესის თამაში, მატჩი, სადაც მისი გუნდი 2:0 აგებდა. ფეხბურთელი არ დაიბნა და მივიდა ზუსტად იქ, სადაც მეტოქე გუნდის გულშემატკივრები ისხდნენ და დაუწყო მათ გინება. ავტომატურად მათგანაც მიიღო პასუხი, რაზედაც მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა. სწორედ ასე გამოიძვრინა თავი ბრაზილიელმა "ფეხბურთელმა".

ამ ყველაფრის მიზეზი საფეხბურთო აგენტებისა და პრეზიდენტების გაბითურება გახლდათ, რადგან მის ცხოვრებაში პირველი აგენტი 6 წლის ასაკში გამოჩნდა, რომელსაც მოეწონა ის და მისი შესაძლებლობებით გამდიდრება მოინდომა, თავად კი ცენტებზე უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, მათ ასეთი სამაგიერო გადაუხადა.





მკითხველის კომენტარები / 20 /
ფეისბუკზე გავაზიარე სახალისოდ მაგრამ 26 წელის ვინმეს ატყუო ფეხბურთელი ვარო? ..კარგი რააა...:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
საბა
21 იანვარი 2021 12:59
2
რაა გასაკვირი ჩვენი ნაკრების წევრებიც მასე არ არიან.
w
21 იანვარი 2021 12:12
7
გელა ნუგზარაშვილთან ახლოსაც ვერ მივა. მიდი გელა!!
გენა
21 იანვარი 2021 12:05
6
დინამოელს: მაშინ სხვა დრო იყო: ხალხი დისტანციურად/ონლაინ ვარჯოშობდა და პირბადეს ატარებდა
გუგა
21 იანვარი 2021 11:57
3
სახალისოა! მადლობა, კარგი სტატიაა
ზაზა
21 იანვარი 2021 11:42
1
და ვინმეს ჯერა ამ ზღაპრის? კარგი, 26 წლის მანძილზე არ უთამაშია (ესეც სისულელეა), მაგრამ ვარჯიშებზეც არ დადიოდა?
დინამოელი
21 იანვარი 2021 11:13
4
აი ვიკიპედიას ლინკიც ნახე თუ არ გჯერა ;)
https://en.wikipedia.org/wiki/Carlos_Kaiser_(footballer)
123-123
21 იანვარი 2021 14:43
1
ტრავმას იმიზეზებდა, რა დროსაც ფიზიკურ ვარჯიშებზე ვერ ივლიდა, სწორედ ამიტომ დადიოდა გუნდიდან გუნდში))
გიორგი
21 იანვარი 2021 11:31
2

სიახლეები პოპულარული