26-წლიან კარიერაში ფეხბურთელი მოედანზე არასდროს გასულა [PHOTO]

AutoSharing Option
კარლეს კაისერი, ადამიანი, რომელსაც 26-წლიანი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და მოედანზე არასდროს გასულა. რეალურად, კაიზერმა ფეხბურთის თამაში საერთოდ არ იცოდა. ყოველ შემთხვევაში, ცუდი ფეხბურთელი იყო, თუმცა დარწმუნების უნიკალური უნარი ჰქონდა. 

"კარიერის განმავლობაში უთვალავი ტრავმა მოვიგონე იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში არ მეთამაშა. როდესაც გამოჯანმრთელების დრო მომდიოდა, ჩემი ექიმი მეგობარი ცნობებს მიწერდა, ვითომდა ავად ვიყავი" - ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი. 

მას კონტრაქტი ჰქონდა ავსტრიაში, ასევე, ფრანგულ "აიაჩოსთანაც" კი, სადაც კინაღამ პირველივე დღეს გამოიჭირეს. 

კაიზერის პრეზენტაციაზე უამრავი ადამიანი მივიდა. ფეხბურთელს ბურთები დაახვედრეს, რათა რაღაც
სიმბოლური მაინც შემოეთავაზებინა გულშემატკივრისთვის, თუმცა ის არ დაიბნა და მაშინვე ყველა ბურთი ტრიბუნებისკენ გაგზავნა. ამით მაყურებლის გული მოიგო. 

კაიზერი ვიზუალურად ერთ-ერთ ფეხბურთელს ჰგავდა. ბრაზილიელმა ეს სწორად გამოიყენა და სადაც უნდოდა გადასვლა, ამ კასეტას გზავნიდა და ატყუებდა ხელმძღვანელობას, რადგან ისინი ხედავდნენ, რომ შესანიშნავი ტექნიკა, დარტყმა, პასი ჰქონდა და მათ ეს მოსწონდათ. არადა, სულ არ იცოდნენ, სინამდვილეში რასთან ჰქონდათ საქმე.
Sportall.Ge


















ერთ-ერთი გუნდის პრეზიდენტმა მოითხოვა კარლესის თამაში, მატჩი, სადაც მისი გუნდი 2:0 აგებდა. ფეხბურთელი არ დაიბნა და მივიდა ზუსტად იქ, სადაც მეტოქე გუნდის გულშემატკივრები ისხდნენ და დაუწყო მათ გინება. ავტომატურად მათგანაც მიიღო პასუხი, რაზედაც მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა. სწორედ ასე გამოიძვრინა თავი ბრაზილიელმა "ფეხბურთელმა".

ამ ყველაფრის მიზეზი საფეხბურთო აგენტებისა და პრეზიდენტების გაბითურება გახლდათ, რადგან მის ცხოვრებაში პირველი აგენტი 6 წლის ასაკში გამოჩნდა, რომელსაც მოეწონა ის და მისი შესაძლებლობებით გამდიდრება მოინდომა, თავად კი ცენტებზე უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, მათ ასეთი სამაგიერო გადაუხადა.





მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს სამუდამოდ უნდა გედოთ აქ???????????????????????????????
აა
08 ივლისი 2022 15:15
0
ჩვენი ფეხბურთელები ეგრე გამოცდილები ვერ არიან, რამდენიმე თვეში იწვებიან როგორც ლუზერები
sandro
30 აპრილი 2022 15:17
2
ეს ვინ ყოფილა კაცო. ზეადამიანი
ბმმბ
30 აპრილი 2022 09:54
0
რა ზღაპარს არ წაიკითხავ.
ჟორა
27 თებერვალი 2022 00:13
2
ჯანოს ისტორიაა რა :დ
vaxo
09 დეკემბერი 2021 16:24
4
ეგ რაა მაგას ქართველმა აჯობა--მთელი ცხოვრება "მუშაობდა" რაღაცა დაწესებულებაში და საერთოდ არ მისულა სამსახურში ! თან ძმაკაცები ყოველდღე აკითხავდნენ კარებზე უკაკუნებდნენ და ეძახდნენ--გივი ჩვენ ვართ გივი ! და თანამშრომლებსაც ეკითხებოდნენ--გივი არ არი ? და ასე ჩაუშვებდნენ ხოლმე მაგრამ გივი მაინც გივობდა !!!
ზურა222
08 ივნისი 2021 17:43
3
აი, ვინ არის ნამდვილი ლეგენდა!
ბარტეზა
01 მაისი 2021 22:33
2
ვარჯიშზე რას შვებოდა ნეტა?
achiko
19 მარტი 2021 10:05
0
თქვენც პირდაპირი მნიშვნელობით ნუ იღებთ არასდროს უთამაშიაო. უთამაშია, გაუძევებიათ კიდევაც. მაგრამ მისი მიზანი იყო რომ არ ეთამაშა და მიაღწია იმას რომ არ თამაშობდა და ფეხბურთელად ითვლებოდა, კონტრაქტები ჰქონდა და ა.შ.
პელე
21 იანვარი 2021 13:22
6
მართლა არ უთამაშია :) https://en.wikipedia.org/wiki/Carlos_Kaiser_(footballer)
hehebooii
25 აპრილი 2021 14:18
0
ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია
მიგელ
14 თებერვალი 2021 23:13
0
ბევრი ქართველი პარლამენტარიც მასეა, წლებია პარლამენტში არიან და ერთხელაც არ გამოსულან სიტყვით.
გელა
21 იანვარი 2021 13:15
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული