- რომელი ავირჩიოთ?
ამ სტატიაში გავეცნობით სხვადასხვა გაჯეტების მახასიათებლებს, რომლებიც სიგარეტის პოპულარულ ალტერნატივას წარმოადგენს.
რატომ არის საჭირო
გაჯეტები სიგარეტის ნაცვლად?
ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა რიცხვებში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწეველისთვის მთავარ საშიშროებას არა მხოლოდ ნიკოტინი, არამედ წვის პროდუქტები წარმოადგენს. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი სიგარეტს ეწევა, 6000-ზე მეტ სხვადასხვა ქიმიურ ნაერთს ჩაისუნთქავს (მათ შორისაა სასიკვდილო ამიაკი, ნახშირბადის მონოქსიდი და კანცეროგენული ტარი).
• როგორ უნდა გავათავისუფლოთ ფილტვები ამ უსიამოვნო და საშიში კოქტეილისაგან?
ყველაზე სწორი პასუხია - "არ მოწიო!", მაგრამ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მწეველების უმეტესი ნაწილი, მაშინაც კი, როდესაც რისკების შესახებ საქმის კურსში არიან, გაცნობიერებულად აგრძელებენ მოწევას და სიგარეტის გადაგდებას არ აპირებენ. ასეთ შემთხვევაში, ძალიან ლოგიკურია შემდეგი ვარიანტი: - რა მოხდება, თუ ავირჩევთ სიგარეტს, რომელიც არ იწვის? - სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სიგარეტის ელექტრო შემცვლელები.
ელექტრო სიგარეტი
ყველა უპირატესობის (არ აქვს წვის პროდუქტები და აქვს გემოების ფართო სპექტრი) მიუხედავად, ელექტრო სიგარეტი ვერ გახდა თამბაქოს სრულფასოვანი ჩამნაცვლებელი. მომხმარებელთა აზრით, მთავარი ნაკლი არის ის ფაქტორი, რომ ელექტრო სიგარეტი არ ჰგავს სიგარეტის მოწევას. მწეველებს მოწონთ თამბაქოს წვის არომატი და კვამლის სისქე. მათ არ აკმაყოფილებთ იმიტირებული რიტუალი. ეს მოწყობილობები სითხეს ორთქლად ელექტრო გამაცხელებლის მეშვეობით აქცევს. ორთქლის სითხე შედგება გლიცერინისგან, პროპილენგლიკოლისა და წყლისგან. ასევე ნიკოტინისგან, არომატიზატორისგან.
პლუსები:
• მოდელების ფართო არჩევანი;
• მოსახერხებელი საწყისი კომპლექტები დამწყებთათვის;
• ფასი;
• თავსებადია ნებისმიერ სითხეებთან და წვენებთან.
მინუსები:
• შეიძლება გაჟონოს წვენმა;
• ზოგი მოდელი ექსპლუატაციისთვის რთულია;
• რთულია დოზის განსაზღვრა და შეიძლება დიდი რაოდენობით ნიკოტინი მიიღო.
სტიკის გათბობის გაჯეტები
სტიკის გაცხელების სისტემა არის ტექნოლოგია, რომელშიც სტიკი არ იწვის, მაგრამ თბება გარკვეულ ტემპერატურამდე. ეს პროცესი საშუალებას იძლევა, თავიდან აიცილოთ წვის პროდუქტების მოხვედრა ორგანიზმში და ისიამოვნოთ სტიკის გემოთი და არომატით. ეს ძალიან პოპულარული სიგარეტის ალტერნატივაა. გაჯეტში იდება მოკლე სტიკი, რომელიც 300-350 გრადუსამდე ცხელდება.
პლუსები:
• მინიატურული მუნდშტუკი კომფორტულად თავსდება ხელში;
• შეგრძნებით ნამდვილად ჰგავს სიგარეტს, მაგრამ გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია;
• აქვს გარანტია;
მინუსები:
• ვერ მოწევთ ზედიზედ 2 სტიკს, გაჯეტს სჭირდება 3 წუთიანი დატენვა.
უნიკოტინო სტიკები
გამაცხელებელი გაჯეტების კიდევ უფრო უსაფრთხო ვერსია. იაპონური კომპანიის მიერ შემუშავებული ახალი ფორმულაა. "ჰელსიერის" გათბობადი ჩხირები მხოლოდ ბიოლოგიური შემადგენლობითაა. თამბაქოს ნაცვლად გამოყენებულია ჩაის ფოთლები, რომელიც გათბობისას გამოყოფს კოფეინს, რაც მხნეობას მატებს ადამიანს. სხვა ჰითს სტიკებისგან განსხვავებით, "ჰელსიერის" შემადგენობაში არ არის თამბაქო და შესაბამისად, არც ნიკოტინი. სიგარეტის უნიკოტინო ალტერნატივა ევროპაში ერთერთი ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული პროდუქტია.
პლუსები:
• არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს;
• არ ტოვებს უსიამოვნო სუნს;
• არ აყვითლებს კბილის ემალს;
• არის სხვადასხვა გემოთი: თამბაქო, მოცხარი, ციტრუსი, ყავა და მენთოლი.
მინუსები:
• გაჯეტი საჭიროებს დროდადრო დატენვას;
• "ჰელსიერის" შეძენა შესაძლებელია მხოლოდ "სპარის" მაღაზიათა ქსელში, ან პირდაპირი მიწოდების სერვისით ფეისბუქზე.