სხვა

საინტერესო ამბები

"ლივერპული", "ბაიერნი","ლეიკერსი", "მერსედესი" და სხვა გუნდები ერთი ჯილდოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ლაურეატობის ჯილდოს ნომინანტები გამოცხადდნენ.

პრიზისთვის "ლივერპული" (ფეხბურთი), მიუნხენის "ბაიერნი" (ფეხბურთი), "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" (კალათბურთი), "მერსედესის" გუნდი (ფორმულა 1), "კანტას სიტი" (ამერიკული ფეხბურთი) და არგენტინის რაგბის ეროვნული გუნდები იბრძოლებენ. 

შეგახსენებთ, გასულ წელს ეს პრესტიჟული ჯილდო სამხრეთ აფრიკის რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო. 

რაც შეეხება ინდივიდუალური ლაურეატის ჯილდოს, ნომინანტები არიან: რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), რაფაელ ნადალი, ლებრონ ჯეიმსი ("ლეიკერსი"), ლუის ჰამილტონი (ფორმულა 1), არმან დუპრანტისი და ჯოშუა ჩეპტეგეი.

მომზადებულია sports-ის მიხედვით