სხვა

საინტერესო ამბები

ათლეტს გზა შეეშალა და სხვა ტურნირის ფინიშის ხაზი გადაკვეთა - რა მოხდა ბრისტოლში?

AutoSharing Option
გუშინ, 20 სექტემბერს, ბრისტოლში მორბენალმა ომარ აჰმედმა მარათონის გზას შემთხვევით გადაუხვია და სხვა ტურნირი მოიგო.

მოგეხსენებათ, მარათონული გარბენი 2 დისციპლინად ტარდება - 10 და 22 კილომეტრიანი. ცნობილია, რომ შეჯიბრებები სხვადასხვა სეზონზე იმართება, თუმცა პანდემიის გამო ერთ დღეს ჩატარდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ომარ აჰმედი 10 კილომეტრიან გარბენზე ჩაეწერა, ნახევარი გზის გარბენის შემდეგ კი გზა აერია და სხვა ტურნირის ფინიშის ხაზი გადაკვეთა და მოიგო (22 კილომეტრიანი).

აღსანიშნავია, რომ ომარმა ეს გზა 63 წუთში დაფარა, თუმცა გამარჯვება კრის ტომპსონს დარჩა, რომელმაც ფინიშის
ხაზი 67 წუთში გადაკვეთა.

"The Great Run Company"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ფორსტერმა ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი რამ განაცხადა:

"წესები წესებია, ჩვენ მისთვის დისკვალიფიკაციის მიცემა მოგვიწევს, თუმცა მოუთმენლად ველით 2022 წელს ბრისტოლში მის გამოჩენას. მინდა გითხრათ, რომ ის მონაწილეობას "Great Manchester Run"-ის შეჯიბრებაში მიიღებს, რა თქმა უნდა, როგორც ელიტური ათლეტი".

მომზადებულია BBC-ის მიხედვით