ევროპის თასების გათამაშების ეტაპების გარდა, საქართველოში კიდევ ორი მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი ჩატარდება: 5 მარტს ბაკურიანი
2022 წლის სეზონის დაწყებამდე საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პრესკონფერენცია გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„სეზონისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. ჩვენი პარტნიორებისა და უცხოელი ტექნიკური პერსონალის მიერ მზადდება ტრასები. ვეცნობით საერთაშორისო სათხილამური ფედერაციის მიერ შემუშავებულ კოვიდ-პროტოკოლს, რომლითაც ფედერაციები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ზამთრის კურორტზე ხელმძღვანელობენ. მკაცრად იქნება დაცული ყველა მითითება იმისთვის, რომ სპორტსმენებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაივლის და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წარმატებით მივუახლოვდებით მსოფლიო ჩემპიონატს“, - განაცხადა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.
„2023 წლისთვის აქტიურად ვემზადებით. განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მოახლოებული სეზონისთვის მიმდინარეობს მიწის სპეციალური საფარის სამუშაოები, რაც ხელოვნურ გათოვლიანებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“ - განმარტა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.
მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არა მხოლოდ ამ კურორტების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების დახვეწას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას და ინფრასტრუქტურის დანერგვას უწყობს ხელს. ამ წარმატების მიღწევაში, სახელმწიფოსთან ერთად, მთის კურორტების განვითარების კომპანიას, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და მის გენერალურ სპონსორს, კომპანია "სილქნეტს", უდიდესი როლი მიუძღვის.
„კომპანია "სილქნეტი" მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას. ჩვენ ვზრუნავთ საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებასა და ქვეყანაში ზამთრის სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე. "სილქნეტს", როგორც ფედერაციის პარტნიორს, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, რომელსაც საქართველომ წარმატებით უნდა უმასპინძლოს“, - დავით ბირმანი, "სილქნეტის" პროდუქტებისა და ბრენდის მართვის დირექტორი.
საქართველოს მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის განვითარებისთვის საქართველოს შიდა ეტაპების ჩატარებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო დონის ღონისძიებების მასპინძლობა. 2022 წელს საქართველოს სხვადასხვა კურორტზე იანვრიდან აპრილამდე 10 ეტაპია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი სპორტსმენები მიიღებენ. 2022 წლის სეზონი ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის საკმაოდ დატვირთული და სანახაობრივი იქნება.
R