"ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?" - ეშერას ერთ დროს ლეგენდარული და დღეს გაპარტახებული სპორტული ბაზა (ფოტოები აფხაზეთიდან)

AutoSharing Option
აფხა­ზეთ­ში, მდი­ნა­რე გუ­მის­თას­თან, ყო­ფი­ლი აე­როდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტუ­ლი ბაზა "ეშე­რა“ 30 წელი შენ­დე­ბო­და. მას საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტულ ბა­ზად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ის არა მხო­ლოდ რე­გი­ონ­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­შიც კი გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და.

სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ამ ბა­ზა­ზე ვარ­ჯი­შობ­დნენ კავ­ში­რის ბუმ­ბე­რა­ზი სპორ­ტსმე­ნე­ბი.

ეს უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლი იყო: შავი ზღვის სა­ნა­პი­რო, თერ­მუ­ლი წყლე­ბი, მან­და­რი­ნის და ლი­მო­ნის ბა­ღე­ბი. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სით­ბო... იფიქ­რებ­დით, სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად ამა­ზე კარ­გი ად­გი­ლი, შე­საძ­ლოა, მთელ პლა­ნე­ტა­ზე არ არი­სო.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში, თით­ქმის ხე­ლის ერთი მოს­მით
გაქ­რა. დღეს ლე­გენ­და­რუ­ლი ბა­ზის­გან მხო­ლოდ ნან­გრე­ვე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბი დარ­ჩა. აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის პე­რი­ოდ­ში ეშე­რას­თან ახ­ლოს, გუ­მის­თას მდი­ნა­რეს­თან, ფრონ­ტის ხაზი გა­დი­ო­და. სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის, უფრო ზუს­ტად კი, მისი 10-სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­რო გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­გორც სამ­ხედ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბის სი­მაღ­ლე.
Sportall.Ge

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "სპორ­ტს.რუ" აქ­ვეყ­ნებს ბა­ზის დღე­ვან­დე­ლო­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს:

ბა­ზის მი­სას­ვლელ გზა­ზე არ­ძინ­ბას ძეგლი შეგ­ხვდე­ბათ. შემ­დეგ 5 წუთი ფე­ხით სა­სი­ა­რუ­ლოა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წი­ნა­ღო­ბის გა­და­ლახ­ვა მო­გი­წევთ: მავ­თუ­ლე­ბი, ნან­გრე­ვე­ბი, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­რე­ვე­ლა. შავი ზღვის მხრი­დან "დაც­ვაც" დგას - ძრო­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ნა­პი­როს­თან ალაგ-ალაგ ბა­ლახს ძო­ვენ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რია - გი­გან­ტუ­რია, და­ახ­ლო­ე­ბით 64 ჰექ­ტა­რი. აქ ვარ­ჯი­ში ერ­თდრო­უ­ლად 3 ათას სპორ­ტსმენ­საც შე­ეძ­ლო. შე­ხე­დეთ ბა­ზის სქე­მას:

Sportall.Ge

ფეხ­ბურ­თის 5 მო­ე­და­ნი (მათ შო­რის, ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ფა­რით);

კა­ლათ­ბურ­თი­სა და ფრენ­ბურ­თის დარ­ბა­ზე­ბი;

ტან­ვარ­ჯი­შის კომ­პლექ­სი;

დახ­რი­ლი სარ­ბე­ნი ბი­ლი­კე­ბი;

რამ­დე­ნი­მე აუზი (ზო­გი­ერ­თი ღია ცის ქვეშ);

ვე­ლოტ­რე­კი;

სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ედ­ნე­ბი მშვილ­დის სრო­ლის­თვის, მინი-გოლ­ფის­თვის;

წყა­რო, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კო­ტე­ჯე­ბი, სათ­ბუ­რი, სპორტდარ­ბა­ზე­ბი, შად­რე­ვა­ნი, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი

და, რა თქმა უნდა, ცეკ­ვის მო­ე­და­ნი.

Sportall.Ge

გა­მო­ცე­მას­თან ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პრი­ზი­ო­რი სვეტ­ლა­ნა გლა­დი­შე­ვა იხ­სე­ნებს:

"ეს იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მარ­გა­ლი­ტი, კო­ლო­სა­ლუ­რი ფული იდე­ბო­და. მერე ფრონ­ტის ხა­ზის სი­მაგ­რე გახ­და. ერთ მხა­რეს აფხა­ზე­ბი ომობ­დნენ, მე­ო­რე მხა­რეს - ქარ­თვე­ლე­ბი. გუ­მის­თა ფრონ­ტის ხაზი იყო. ბაზა კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წერ­ტი­ლი გახ­ლდათ, სა­ი­და­ნაც ხდე­ბო­და დაკ­ვირ­ვე­ბა. ვფიქ­რობ, აღ­დგე­ნას აქა­უ­რო­ბა აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა".

Sportall.Ge

დღეს ძვე­ლე­ბურ დი­დე­ბას უკვე არა­ფე­რი მო­გა­გო­ნებთ. მხო­ლოდ ნან­გრე­ვე­ბით უნდა მიხ­ვდეთ, სად რა იყო. აი, მა­გა­ლი­თად, ეს ის მო­ე­და­ნი იქ­ნე­ბო­და, სა­დაც სო­ხუ­მის "დი­ნა­მო" ვარ­ჯი­შობ­და.

ეს კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კორ­პუ­სი იყო.

Sportall.Ge

რო­გორც ჩანს, გრა­ფი­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი აქ პე­რი­ო­დუ­ლად თავს ირ­თო­ბენ.

ასე­ვე ისი­ნი, ვინც სრო­ლა­ში ცდი­ლო­ბენ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას;

არის ომის მო­გო­ნე­ბე­ბიც.

ბაზა სულ რა­ღაც ორ წე­ლი­წად­ში და­ინ­გრა, ვიდ­რე და­უნ­დო­ბე­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

Sportall.Ge

ნე­ბის­მი­ე­რი მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც 90-ია­ნე­ბის და­სა­წყისს უკავ­შირ­დე­ბა, ორი­ვე მხრი­დან ერ­თსა და იმა­ვე გან­წყო­ბას იწ­ვევს - ან ტი­რი­ლით იხ­სე­ნე­ბენ, ან სი­ჩუ­მეა.

მკი­თხვე­ლი იკი­თხავს, რა­ტომ არ ხდე­ბა ბა­ზის აღ­დგე­ნა? მშვე­ნი­ე­რი გა­რე­მოა, სპორ­ტსმე­ნებს შე­უძ­ლი­ათ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჯი­ში და მომ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი

ა) ძა­ლი­ან ძვი­რია;

ბ) ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა: არა­ვის უნდა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და­წყე­ბა, რომ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო აღი­ა­რებს.

Sportall.Ge

"აქ ტე­რი­ტო­რი­ის გამო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბრძო­ლაა. ხომ ხე­დავთ, რამ­ხე­ლა მი­წაა, ვი­ღა­ცებს აქვთ ინ­ტე­რე­სე­ბი", - გვი­თხრა კაც­მა, რო­მე­ლიც ბა­ზის შე­სას­ვლელ­თან, შვილ­თან ერ­თად ხეს ჭრი­და.

ანა­ტო­ლი აშუ­ბა, რო­მე­ლიც ბა­ზას 1972 წლი­დან ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­და, ჰყვე­ბა:

"ვცდი­ლობ­დით, ბაზა აღგ­ვედ­გი­ნა. ომის შემ­დეგ გა­ვა­სუფ­თა­ვეთ ფეხ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბი, მო­ვა­წეს­რი­გეთ კა­ლათ­ბურ­თი­სა და ფრენ­ბურ­თის დარ­ბა­ზე­ბი. მაგ­რამ ერთხელ დი­რექ­ტო­რი რა­ფა­ელ არ­შბა მო­ვი­და და და­ი­ნა­ხა, ია­რა­ღი­ა­ნი ტი­პე­ბი რო­გორ გვძარ­ცვავ­დნენ, ინ­ვენ­ტა­რი მან­ქა­ნა­ში ჩა­ა­ლა­გეს და სა­ზღვრის იქით წა­ვიდ­ნენ. მო­რო­დი­ო­რო­ბა იყო..."

ლე­გენ­და­რუ­ლი ბაზა მი­წას უბ­რუნ­დე­ბა: ბუ­ნე­ბამ გა­და­ი­ბა­რა და თა­ვი­სი, აფხა­ზე­თის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბით შე­მო­სა. აპო­კა­ლიფ­სურ გა­რე­მოს ომის შემ­დეგ, ახლა უკვე დრო ანად­გუ­რებს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

"სპორ­ტს.რუ"-ს სტა­ტი­ას უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მეს:

"ძა­ლი­ან მძი­მე წა­სა­კი­თხია..."

"რამ­დე­ნი ფული იხარ­ჯე­ბა აფხა­ზეთ­ში, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ასე­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნ­დო­დათ?“

"აფხა­ზეთ­ში ყველ­გან ასეა. გე­გო­ნე­ბა, ომი გუ­შინ დას­რულ­და. რი­წის ტბას­თან სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბიც კი არ გა­უ­რე­მონ­ტე­ბი­ათ. რო­გორც ახლა ცხოვ­რო­ბენ ამ დან­გრე­ულ შე­ნო­ბებ­ში, ასე­ვე გა­აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მათ აწყობთ ეს სი­ტუ­ა­ცია. ქარ­თვე­ლე­ბი დიდი ხნის წინ აღად­გენ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს. გაგ­რა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე შე­ნო­ბა დან­გრე­უ­ლია".


ავტორი: ანრი კურტანიძე
მკითხველის კომენტარები / 10 /
მე მიყვარს აფხაზეთი და მჯერა რომ ერთ მშვენიერ ლამაზ დღეს ჩვენ ერთმანეთს შევხდებით მტკივნეული მოგონებებით და ბედნიერი ცრემლებით..
იმედი არ დაკარგოთ ჩემო დებო და ძმებო აჭარა 300 წელი ტყვედ იყო მაგრამ ეხლა ერთად ვართ და მჯერა რომ ქართული სული არ მოკვდება აფხაზსა.. მჯერა,მწამს ეს დრო მალე მოვა.. სისხლი მიდუღს როცა აფხაზ ხალხზე ჩემს ქართველებზე ვფიქრობ აი იმ აფხაზებზე ფაქტობრივად ტყეში როა გახიზნული 30 წელია და იჩაგრება..
სამწუხაროა რომ უმეტესობას გონია რომ აფხაზი სოხუმში ცხოვრობს(((
ჩორნა
22:37 02-02-2022
2
ჩვენ როცა დავიბრუნებთ გავაკეთებთ? ჩვენ გავაკეთებთ-კაზინოებს და რესტორნებს,სამშენებლო კომპანიები ააშენებენ კორპუსებს და თურქებზე და ირანელებზე გაყიდიან(ქართველებს სადა აქვთ მაგდენი ფული).
რაც შეეხება ბაზას-სადა გვაქვს მაგის თავი 30 წელიწადში 2 სტადიონს ძლივს აშენებს ქვეყანა. გრიგოლეთში არა გვაქვს ბაზა? რა დღეშია გრიგოლეთის ბაზა? რატო ვერ გავავითარეთ? თუ "გურია" გადიოდა იქ შეკრებებს ქართულ გუნდებს არ ეკადრებათ?
მაგრამ ხო,მაგათ ბიუჯეტის ფულით თურქეთში უნდა დაასვენონ აფრიკიდან ჩამოყვანილი ბიჭები.
Levani
18:57 02-02-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული