სხვადასხვა პერიოდში ამ ბაზაზე ვარჯიშობდნენ კავშირის ბუმბერაზი სპორტსმენები.
ეს უნიკალური ადგილი იყო: შავი ზღვის სანაპირო, თერმული წყლები, მანდარინის და ლიმონის ბაღები. მთელი წლის განმავლობაში სითბო... იფიქრებდით, სპორტსმენების მოსამზადებლად ამაზე კარგი ადგილი, შესაძლოა, მთელ პლანეტაზე არ არისო.
ეს ყველაფერი კი 90-იანების დასაწყისში, თითქმის ხელის ერთი მოსმით
გაქრა. დღეს ლეგენდარული ბაზისგან მხოლოდ ნანგრევები და მოგონებები დარჩა. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში ეშერასთან ახლოს, გუმისთას მდინარესთან, ფრონტის ხაზი გადიოდა. სპორტული კომპლექსის, უფრო ზუსტად კი, მისი 10-სართულიანი სასტუმრო გამოიყენებოდა, როგორც სამხედრო მნიშვნელობის სიმაღლე.
რუსული გამოცემა "სპორტს.რუ" აქვეყნებს ბაზის დღევანდელობის ამსახველ ფოტოებს:
ბაზის მისასვლელ გზაზე არძინბას ძეგლი შეგხვდებათ. შემდეგ 5 წუთი ფეხით სასიარულოა, სადაც რამდენიმე წინაღობის გადალახვა მოგიწევთ: მავთულები, ნანგრევები, გაუთავებელი სარეველა. შავი ზღვის მხრიდან "დაცვაც" დგას - ძროხები, რომლებიც სანაპიროსთან ალაგ-ალაგ ბალახს ძოვენ.

კომპლექსის ტერიტორია - გიგანტურია, დაახლოებით 64 ჰექტარი. აქ ვარჯიში ერთდროულად 3 ათას სპორტსმენსაც შეეძლო. შეხედეთ ბაზის სქემას:
ფეხბურთის 5 მოედანი (მათ შორის, ხელოვნური საფარით);
კალათბურთისა და ფრენბურთის დარბაზები;
ტანვარჯიშის კომპლექსი;
დახრილი სარბენი ბილიკები;
რამდენიმე აუზი (ზოგიერთი ღია ცის ქვეშ);
ველოტრეკი;
სპეციალური მოედნები მშვილდის სროლისთვის, მინი-გოლფისთვის;
წყარო, დასასვენებელი კოტეჯები, სათბური, სპორტდარბაზები, შადრევანი, ბენზინგასამართი სადგური
და, რა თქმა უნდა, ცეკვის მოედანი.

გამოცემასთან ოლიმპიური თამაშების პრიზიორი სვეტლანა გლადიშევა იხსენებს:
"ეს იყო საბჭოთა კავშირის მარგალიტი, კოლოსალური ფული იდებოდა. მერე ფრონტის ხაზის სიმაგრე გახდა. ერთ მხარეს აფხაზები ომობდნენ, მეორე მხარეს - ქართველები. გუმისთა ფრონტის ხაზი იყო. ბაზა კი ყველაზე მაღალი წერტილი გახლდათ, საიდანაც ხდებოდა დაკვირვება. ვფიქრობ, აღდგენას აქაურობა აღარ ექვემდებარება".

დღეს ძველებურ დიდებას უკვე არაფერი მოგაგონებთ. მხოლოდ ნანგრევებით უნდა მიხვდეთ, სად რა იყო. აი, მაგალითად, ეს ის მოედანი იქნებოდა, სადაც სოხუმის "დინამო" ვარჯიშობდა.
ეს კი ყველაზე მაღალი კორპუსი იყო.
ეს კი ყველაზე მაღალი კორპუსი იყო.
როგორც ჩანს, გრაფიტის მოყვარულები აქ პერიოდულად თავს ირთობენ.
ასევე ისინი, ვინც სროლაში ცდილობენ გაუმჯობესებას;
არის ომის მოგონებებიც.
ბაზა სულ რაღაც ორ წელიწადში დაინგრა, ვიდრე დაუნდობელი შეტაკებები მიმდინარეობდა.
ასევე ისინი, ვინც სროლაში ცდილობენ გაუმჯობესებას;
არის ომის მოგონებებიც.
ბაზა სულ რაღაც ორ წელიწადში დაინგრა, ვიდრე დაუნდობელი შეტაკებები მიმდინარეობდა.
ნებისმიერი მოგონება, რომელიც 90-იანების დასაწყისს უკავშირდება, ორივე მხრიდან ერთსა და იმავე განწყობას იწვევს - ან ტირილით იხსენებენ, ან სიჩუმეა.
მკითხველი იკითხავს, რატომ არ ხდება ბაზის აღდგენა? მშვენიერი გარემოა, სპორტსმენებს შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში ვარჯიში და მომზადება, მაგრამ ეს ყველაფერი
ა) ძალიან ძვირია;
ბ) ძალიან სახიფათოა: არავის უნდა იმ ტერიტორიაზე ძვირად ღირებული მშენებლობების დაწყება, რომლის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო აღიარებს.

"აქ ტერიტორიის გამო ჩვეულებრივი ბრძოლაა. ხომ ხედავთ, რამხელა მიწაა, ვიღაცებს აქვთ ინტერესები", - გვითხრა კაცმა, რომელიც ბაზის შესასვლელთან, შვილთან ერთად ხეს ჭრიდა.
ანატოლი აშუბა, რომელიც ბაზას 1972 წლიდან ზედამხედველობდა, ჰყვება:
"ვცდილობდით, ბაზა აღგვედგინა. ომის შემდეგ გავასუფთავეთ ფეხბურთის მოედნები, მოვაწესრიგეთ კალათბურთისა და ფრენბურთის დარბაზები. მაგრამ ერთხელ დირექტორი რაფაელ არშბა მოვიდა და დაინახა, იარაღიანი ტიპები როგორ გვძარცვავდნენ, ინვენტარი მანქანაში ჩაალაგეს და საზღვრის იქით წავიდნენ. მოროდიორობა იყო..."
ლეგენდარული ბაზა მიწას უბრუნდება: ბუნებამ გადაიბარა და თავისი, აფხაზეთისთვის დამახასიათებელი ტროპიკული მცენარეებით შემოსა. აპოკალიფსურ გარემოს ომის შემდეგ, ახლა უკვე დრო ანადგურებს.

"სპორტს.რუ"-ს სტატიას უამრავი კომენტარი მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმეს:
"ძალიან მძიმე წასაკითხია..."
"რამდენი ფული იხარჯება აფხაზეთში, სინამდვილეში კი არაფერი იცვლება. ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?“
"აფხაზეთში ყველგან ასეა. გეგონება, ომი გუშინ დასრულდა. რიწის ტბასთან საპირფარეშოებიც კი არ გაურემონტებიათ. როგორც ახლა ცხოვრობენ ამ დანგრეულ შენობებში, ასევე გააგრძელებენ ცხოვრებას. მათ აწყობთ ეს სიტუაცია. ქართველები დიდი ხნის წინ აღადგენდნენ ამ ყველაფერს. გაგრაში ყოველი მეორე შენობა დანგრეულია".
ავტორი: ანრი კურტანიძე