ყველასათვის ცნობილია, რომ იაპონური ავტომწარმოებლის, Lexus-ის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა. Lexus-ი ამ კონკრეტულ კონცეფციას მიჰყვება როგორც ახალი ავტომობილების წარმოების დროს, ასევე მათი შემდგომი გეგმური მომსახურებისა და ტექნიკური დათვალიერების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, მომხმარებლის კითხვაზე: თუ როგორ ხდება ავტომობილის მომსახურება მწარმოებლის გარანტიის დასრულების შემდეგ? - ჩვენ გვაქვს პასუხი Lexus 10.
რა არის Lexus 10? - Lexus 10 არის დადასტურება იმისა, თუ რა ნდობა გვაქვს ჩვენი ავტომობილების ხარისხისადმი. კერძოდ კი, თქვენი ავტომობილის მწარმოებლის გარანტიის დასრულების შემდეგ თქვენ კვლავ შეგიძლიათ იგრძნოთ სრული სიმშვიდე, 12-თვიანი დამატებითი დაფარვით, "ლექსუსის" ოფიციალურ დილერთან ყოველი გეგმური ტექნიკური მომსახურების გავლისას. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ავტომობილი საიმედო ხელშია - მასზე ზრუნავენ "ლექსუსის" მიერ სერტიფიცირებული ტექნიკოსები, რომლებიც იყენებენ მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი "ლექსუსი" რჩება 100%-ით "ლექსუსი".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Lexus-ში ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება და ეს ვრცელდება თქვენი ავტომობილის მომსახურებაზე. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებას და სწორედ ამიტომ, Lexus 10-ის დამატებითი დაფარვის პირობით, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა მოვუფრთხილდეთ თქვენს ავტომობილს 12-თვიანი დამატებითი გარანტიით ყოველწლიურად უკვე, სანამ ავტომობილის ასაკი 10 წელს მიაღწევს.
Lexus-ის ყველა მოდელი, რომლებიც გადის გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას Lexus-ის ოფიციალურ დილერთან საქართველოში, მწარმოებლის გარანტიის დასრულების შემდეგ ავტომატურად იღებს Lexus 10-ის დამატებით დაფარვას.
აღნიშნული მომსახურების მისაღებად აუცილებელი კრიტერიუმები:
• თქვენი "ლექსუსის" ასაკი უნდა იყოს 2 წელზე მეტი ან გარბენი უნდა აღემატებოდეს 90,000 კმ-ს.
• მწარმოებლის დარჩენილი გარანტია უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები ან 10,000 კმ-ზე ნაკლები.
• ავტომობილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს და გარბენი კი - 160,000 კმ-ს.
• ავტომობილი შეძენილი უნდა იყოს ოფიციალური წარმომადგენლისგან კავკასიის ტერიტორიაზე.
როდესაც ირჩევთ Lexus-ს თქვენი ავტომობილის მომსახურებისთვის, ჩვენ ვაჯილდოებთ თქვენს ერთგულებას. Lexus 10-ით თქვენი დამატებითი გარანტია ძალაში იქნება თქვენი სერვისის დღიდან, სანამ თქვენი შემდეგი სერვისის დრო მოვა - ჩვეულებრივ, 12 თვე ან 10,000 კმ (რომელიც იქნება პირველი). 12-თვიანი ვადის გასვლის ან 10,000 კმ შესრულების შემთხვევაში, ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის თქვენი Lexus-ის მოყვანა ჩვენს ოფიციალურ დილერთან საქართველოში და Lexus 10-ის დაფარვა განახლდება 12-თვიანი დამატებითი დაფარვის პირობით (თქვენი შემდეგი სერვისის ჩატარებამდე).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ "ლექსუსის" ოფიციალურ დილერს საქართველოში:
"ლექსუს თბილისი", აღმაშენებლის ხეივანი 160, ტელ: (+995) 32 222 55 88
facebook.com/LexusTbilisi/