სპორტული თამაშები ძველ დროშიც საკმაოდ აქტუალური იყო. ბრძოლის წინ ქართველები ყოველთვის ბურთაობით ირთობდნენ თავს. ქართულ ხალხურ სპორტულ თამაშებს შორის ყველაზე პოპულარული იყო ბურთაობა, ცხენოსნობა და ჭიდაობა. ბურთაობიდან ყველაზე გავრცელებული - ლელობურთი და ჭაკუნობა ყოფილა.
მოდით, გავიხსენოთ ძველი ქართული ხალხური სპორტული თამაშები, რომელთა უმრავლესობა დავიწყებას მიეცა:
ლელობურთი
ლელობურთის თამაშს თავისი წესები ჰქონდა. მაგალითად, გურიაში ლელობურთის მოთამაშეები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ცოლიანები და უცოლოები; ქვემოურები და ზემოურები; მდინარის მარცხენა ნაპირას და მარჯვენა ნაპირას მცხოვრებნი. ლელო მოედნის თავსა და ბოლოში ჰქონდათ და ვინც მეტ
ლელოს გაიტანდა, გამარჯვებულიც ის იყო.
ჭაკუნობა
ლელობურთის თამაშს თავისი წესები ჰქონდა. მაგალითად, გურიაში ლელობურთის მოთამაშეები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ცოლიანები და უცოლოები; ქვემოურები და ზემოურები; მდინარის მარცხენა ნაპირას და მარჯვენა ნაპირას მცხოვრებნი. ლელო მოედნის თავსა და ბოლოში ჰქონდათ და ვინც მეტ
ჭაკუნობა
ჭაკუნობა დასავლეთ საქართველოში გოთაობის სახელით იყო ცნობილი. ჭაკუნობა ბალახის ჰოკეის ჰგავდა. ჭაკუნი თამაშის ძირითად იარაღს ერქვა, რომლის სიგრძე ერთი მეტრის ფარგლებში იყო. ჭაკუნი მოთამაშის სიმაღლეს უნდა ყოფილიყო მორგებული. მას თხილის, ბროწეულის, თუთის ხეების ტოტებისგან აკეთებდნენ, რომელსაც მსხვილი და მოღუნული ძირი ჰქონდა. ჭაკუნობისთვის განკუთვნილი ბურთი მუშტისოდენა იყო. მას საქონლის ბეწვისგან, ხისგან, მატყლისგან ამზადებდნენ და გარედან ტყავს აკრავდნენ. თამაშის მიზანი აქაც ბურთის ლელოში გატანა იყო. ორი მოთამაშე მორიგეობით ირჩევდა გუნდის წევრებს. მოთამაშეების რაოდენობა 4-დან 14-მდე შეიძლებოდა ყოფილიყო. ჭაკუნობა მოთამაშეების დაღლამდე გრძელდებოდა. დაშებული იყო ხელჩართული ბრძოლა და ბურთის გატაცება. მოთამაშეებს გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოეჩინათ, რომ ხის ბურთი კოჭებში არ მოხვედროდათ. ტკივილის გამო შესაძლოა ბრძოლას გამოთიშვოდნენ. ჭაკუნობა ძველად გურიაში, სამეგრელოსა და სვანეთში ყოფილა გავრცელებული.
ცხენბურთი
ცხენბურთი
ქართულ ხალხურ სპორტულ თამაშებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ცხენოსნობას, რომელთაგანაც ცნობილი იყო: ცხენბურთი, ისინდი, ჯირითი, ყაბახი, დოღი. ცხენბურთს ჩოგბურთსაც უწოდებდნენ. ის განსაკუთრებით პოპულარული თბილისში ყოფილა. ცხენბურთის ორი სახეობა არსებობდა. პირველის მიხედვით, ორი დაპირისპირებული მხარე ბურთის მიზანში (ლელოში) გატანაში ეჯიბრებოდა. მეორეს მიხედვით კი, შეჯიბრების დროს რამდენიმე მოთამაშე ბურთის გატაცებაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
ჭიდაობა
ქართულ სპორტულ სახეობებს შორის ყველაზე პოპულარული ხალხში ქართული ჭიდაობა იყო. სოფლებში არსებობდა ტრადიცია, რომ კვირაში ერთხელ სოფლის მოედანზე ჭიდაობაში შეჯიბრება გამართულიყო. ბოლო პერიოდში საჭიდაო მოედანზე ნახერხს ყრიდნენ. მორკინალი მხარეები აუცილებლად სპეციალურ სპორტულ ფორმას - საჭიდაო ჩოხას იცვამდნენ. ქართული ჭიდაობა ასახავს ქართველი ხალხის ყოფას, ადათ-წესებს და ზნე-ჩვეულებებს. ჭიდაობა საქართველოს ისეთ მხარეებში იყო გავრცელებული, სადაც გარეშე მტრების თავდასხმებს უფრო ხშირად იგერიებდნენ, სადაც საჭირო იყო თავის დაცვა დამპყრობელთა მოძალებისგან. ქართულ ჭიდაობას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტები ჰქონდა: ცერული, სარმა, მოგვერდი, კაური, ღოჭაური და კისრული.
ქვით შეჯიბრება
ქართველებმა იცოდნენ დიდი მრგვალი ქვის აწევაში შეჯიბრება. ასეთი საჯილდაო ქვები სვანეთში ბევრი ყოფილა. მრგვალი ქვა უკან უნდა გადაეგდოთ ან ერთ ხელში დაეჭირათ და მეორე ხელით სასმელი შეესვათ.
კეჭნაობა
ქვით შეჯიბრება
ქართველებმა იცოდნენ დიდი მრგვალი ქვის აწევაში შეჯიბრება. ასეთი საჯილდაო ქვები სვანეთში ბევრი ყოფილა. მრგვალი ქვა უკან უნდა გადაეგდოთ ან ერთ ხელში დაეჭირათ და მეორე ხელით სასმელი შეესვათ.
კეჭნაობა
ხალხური სპორტის ერთგვარ სახეობად მიაჩნიათ ხევსურული "კეჭნაობა" (ჭრა-ჭრილობა). ის, ფაქტობრივად, ორ მხარეს შორის წაჩხუბება იყო. ერთი გვარის წევრები არ კეჭნაობდნენ. კეჭნაობისას ერთმანეთს მსუბუქად ჭრიდნენ. მოკეჭნავის სიძლიერე მოწინააღმდეგის მსუბუქად დაჭრით გამოიხატებოდა. ასეთი მოკეჭნავე პატივით სარგებლობდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ძლიერი ადამიანი ხმალს ყოველთვის კარგად იმორჩილებდა. "კეჭნაობა" ფარიკაობის ერთგვარ ნაირსახეობას წარმოადგენდა.
ჭოკით ხტომა
საქართველოში უძველესი დროიდანვე ყოფილა გავრცელებული ჭოკით ხტომა. მას, ძირითადად, ჭაობებზე სასიარულოდ იყენებდნენ. ჭოკით მხტომელები კასტელის ალბომში არიან დახატული. საქართველოს სხვადასხვა მხარეში ოჩოფეხებზე სიარულიც იცოდნენ.
რჩოლაობა
კახეთში სცოდნიათ თამაში, რომელსაც "რჩოლაობას" უწოდებდნენ. კედელზე ან ბოძზე საქონლის რქებს ამაგრებდნენ და შინდის წნელისგან დამზადებულ ხუთ რგოლს რიგრიგობით ისროდნენ. გამარჯვებულად ის ცხადდებოდა, ვინც რქებს ხუთივე რგოლს ჩამოაცვამდა.
ქართველ ხალხში გავრცელებული სპორტული თამაშები, რომელთა მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას შევეხეთ, ფიზიკური ძალის წრთობას უწყობდა ხელს. მათ ეს მუდმივად სჭირდებოდათ, რადგან ქვეყანა ყოველთვის გარეშე საფრთხის წინაშე იდგა. ხშირად ადამიანთა ყოფნა-არყოფნის საკითხს სწორედ ფიზიკური მომზადება წყვეტდა, ბავშვებში კი სპორტულ და მოძრავ თამაშებს აღმზრდელობითი ფუნქციაც გააჩნდა.
საქართველოს ისტორია - ჩვენი წარსულია, რომელიც უნდა ვიცოდეთ. გამომცემლობა "პალიტრა L-მა" ახალ პროექტში ქართველ მკვლევართა რამდენიმე თაობის საუკეთესო წარმომადგენელი გააერთიანა. ისინი საქართველოს ისტორიის შესახებ მოგვითხრობენ ყველაფერს!
21 თებერვლიდან, ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევარის ავტორობით, გამომცემლობა "პალიტრა L" საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს - "საქართველოს ისტორიის პალიტრა" - გამოსცემს. სერიის მეორე ტომის შეძენა 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი. სერიის წიგნების შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების წერტილებში და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საიტზე www.palitral.ge
თეა ინასარიძე
მომზადებულია "საქართველოს ისტორიის პალიტრის" მესამე ტომის მიხედვით
მომზადებულია "საქართველოს ისტორიის პალიტრის" მესამე ტომის მიხედვით
ნარკომანებს თავისი გასჭირვებია,მაგრამ ვინც სხვას შესთავაზებს "გასაბედნიერებელ" საშუალებას,ვინც სიამაყით და რომანტიკით ილაპარაკებს კაიფზე,ვინც ამ ავადმყოფებს "აზრზე მოსულებს" დაუძახებს- იმწუთას უნდა იცემოს.სხვა გამოსავალი არაა.
სხვა ერები ვარჯიშობენ,სპორტულ დარბაზებში არიან სულ და ჩვენთან ჯერ კიდევ 93 წელია.
და რა სასაცილოა-ერთი და იგივე ხალხი რო ყვირის "ქართველებმა უნდა ვიომოთ" და "ბასიანი გახსენით"