ყველაფერი, რაც STEPN ბოტასის შესახებ გაინტერესებთ - დეტალური ინსტრუქცია, როგორ გამოიმუშაოთ ფული

AutoSharing Option
როგორ ვიყიდო ბოტასი? რამდენად რეალურია მისი საშუალებით ფულის გამომუშავება? - ეს კითხვები დღეს თითქმის ყველას აინტერესებს.

სტატიაში იხილავთ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებთ ციფრული ბოტასის შეძენას და გამოყენებას.

რა არის STEPN?

STEPN არის ფიტნესაპლიკაცია, რომელიც შექმნა ავსტრალიურმა სტუდია Find Satoshi Lab-მა. კრიპტოთამაში აერთიანებს ფიზიკურ მოძრაობებს მეტასამყაროს ტექნოლოგიასთან. მუშაობს Move-to-Earn (M2E) მოდელის მიხედვით: მომხმარებელი ღებულობს ტოკენებს თავისი ფიზიკური აქტივობის ხარჯზე. STEPN-ში მოთამაშეებს შეუძლიათ სიარული, სირბილი ან ძუნძული NFT ბოტასით. STEPN-ის გამოსაყენებლად საჭიროა „ბოტასის“ ყიდვა NFT ფორმატში. აპი ხელმისაწვდომია Android და iOS-ისთვის.

მოთამაშეს შეუძლია გაყიდოს თავისი NFT ბოტასი აპლიკაციის ბაზარზე. GST შემოსავალი ინახება აპლიკაციის „საფულეში“ (Wallet), რომელშიც ჩაშენებულია Swap ფუნქცია.

როგორ მუშაობს STEPN?

აპლიკაციის გამოყენების დასაწყებად საჭიროა ციფრული „ბოტასი“ ტოკენის სახით. მათი შეძენა შესაძლებელია თავად აპლიკაციაში ან play store-ში - Magic Eden და Binance NFT-ში. ამ დროისათვის ყველაზე იაფფასიანი NFT ბოტასი დაახლოებით 1200$ ღირს.

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაამატებს „ბოტასს“ აპში, ჩართვის დროს ის იწყებს მოძრაობის დაფიქსირებას GPS-ის დახმარებით. ამ დროს მომხმარებელი იღებს GST-ებს სეირნობის ან ქუჩაში სირბილის ხარჯზე. ტოკენების მოპოვების სიჩქარე დამოკიდებულია ცვეთაზე, ხარისხსა და NFT ბოტასის სხვა ატრიბუტებზე.

ბოტასის ყოველ მოდელს აქვს თავისი მაქსიმალური ენერგიის მარაგი, რომელიც იხარჯება ფიზიკური აქტივობისას. რაც უფრო მეტს მოძრაობს მომხმარებელი, მით მეტ ენერგიას ხარჯავს.

სტანდარტული მაჩვენებელი შეადგენს 2 ერთეულს ენერგიისას და უტოლდება მოძრაობის 10 წუთს. ის შეიძლება გაზარდოთ ბოტასის მოდერნიზაციის მეშვეობით ან ახლის შეძენით.

STEPN ცდილობს შეცვალოს სამყარო, რათა ადამიანები იყვნენ მუდამ ფორმაში და აქტიურები ონლაინთამაშის დროს.

ამჟამად არის 3 თამაშის რეჟიმი:

სოლორეჟიმი - თქვენ თამაშობთ მხოლოდ ნაბიჯებისა და ფულის შეგროვებისთვის;
მარათონის რეჟიმი – მარათონებში შედიხართ 24 საათით ადრე და მონაწილეობთ ონლაინმარათონში;
ფონური რეჟიმი - აპს ხსნით უკანა ფონზე, იგი ითვლის თქვენი ყოველდღიური ნაბიჯების რაოდენობას და არ ამცირებს თქვენი ციფრული სპორტული ფეხსაცმლის გამძლეობას.

რატომ აქვს STEPN-ს ორი ტიპის ტოკენი - GMT და GST?

Sportall.Ge

STEPN აპლიკაციაში ერთდროულად ორი აქტივის გამოყენებაა შესაძლებელი: Green Satoshi Token (GST) და Green Metaverse Token (GMT).

GST მიიღება აპლიკაციის მომხმარებლების მიერ ფიზიკური აქტივობის დროს. თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ ისინი "სნიკერების" შეკეთებაზე, მათ გაუმჯობესებასა და დამატებითი წყვილის შეძენაზე აპლიკაციის შიდა ბაზარზე.

GMT არის მართვის ტოკენი. მისი ყიდვა შეგიძლიათ კრიპტოვალუტის ბირჟებზე ან დაიწყოთ გამომუშავება NFT ბოტასით, როდესაც მიაღწევთ 30-ე დონეს. GMT-ის დახარჯვა შესაძლებელია ბოტასების სხვადასხვანაირ განახლებაზე.




მკითხველის კომენტარები / 1 /
პირამიდის სქემაა, ოღონდ დახვეწილი.
გუო
12:12 20-05-2022
0

სიახლეები პოპულარული