როგორ მოვადუნოთ დაჭიმული კუნთები

AutoSharing Option
მძიმე, ხანგრძლივი დღის შემდეგ შეიძლება რთული იყოს განტვირთვა, განსაკუთრებით, თუ თქვენი კუნთები დაჭიმულია ან გტკივათ. შესაძლოა, ვარჯიშის დროს დაიჭიმეთ ისინი ან ბევრი იარეთ დღის განმავლობაში. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენი კუნთები გამოჯანმრთელდება მცირე დროსა და დასვენებით. იმისთვის, რომ ამ დროს თავი კომფორტულად იგრძნოთ, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები კუნთების მოდუნების შესახებ.

საფეხურები:

1. ისიამოვნეთ ხანგრძლივი შხაპით ან იჯექით საუნაში ან ორთქლის ოთახში 10-15 წუთის განმავლობაში. შეეცადეთ კუნთები ოდნავ დაჭიმოთ სხეულის გახურების შემდეგ. ორთქლი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც აწვდის ჟანგბადსა
და საკვებ ნივთიერებებს თქვენს კუნთებს. ეს ნამდვილად დაეხმარება მათ გამოჯანმრთელებაში, განსაკუთრებით, ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ. სპორტული დარბაზებისა და სასტუმროების უმეტესობას აქვს საუნები ან ორთქლის ოთახები აუზის გვერდით.

2. დაიდეთ საფენი მტკივან ადგილზე მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში. ეს აძლევს სითბოს შანსს, ღრმად შეაღწიოს კუნთოვან ქსოვილში. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი სიცხე არ არის ისეთი ეფექტური, როგორც აბაზანის ან შხაპის ტენიანი სითბო, მას მაინც შეუძლია დროებით გაგათავისუფლოთ კუნთების ტკივილისგან.

3. იმოძრავეთ - უწყვეტი მოძრაობა თქვენს კუნთებს აძლიერებს. მსუბუქი კარდიოვარჯიშები, როგორებიცაა სიარული, ველოსიპედით სიარული, ცურვა, აერობიკა ან სირბილი, ეს ყველაფერი აჩქარებს თქვენი სისხლის მოძრაობას. ეს ეხმარება თქვენს კუნთებს მოდუნებაში. შეეცადეთ ყოველდღიურად აკეთოთ მინიმუმ 15-20 წუთის განმავლობაში მსუბუქი კარდიოვარჯიშები. თუ თქვენ გრძნობთ დაჭიმულობას, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს ენერგიული კარდიოვარჯიშების შესრულებას, უნდა დაასვენოთ კუნთები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული