სხვა

საინტერესო ამბები

მბაპეს ყოფილი მეგობარი გოგონა ახლა დი კაპრიოსთან ერთადაა? - რა მოხდა პარიზის ერთ-ერთ რესტორანში

AutoSharing Option
პსჟ-ისა და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავ კილიან მბაპეს ყოფილი მეგობარი გოგონა როუზ ბერტრამი პარიზის რესტორანში, ერთ-ერთ წვეულებაზე, ოსკაროსან მსახიობ ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად დააფიქსირეს.

წყვილი რესტორანში ერთად მივიდა, შემდეგ კი ცალ-ცალკე წამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიკაპრიო ბერტრამის წასვლის შემდეგ განზრახ გაჩერდა, რათა ეჭვები მოეხსნა.

როუზმა სამოდელო კარიერა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაიწყო. ის L'Oreal-ისა და H&M-ის რეკლამებში იღებს მონაწილეობას.

მას ნიდერლანდელი ფეხბურთელისგან, გრეგორი ვან დერ ვეილისგან, ორი შვილი ჰყავს და რამდენიმე თვის წინათ იწერებოდა, რომ ბერტრამი კილიან მბაპეს მეგობარი გოგონა იყო.
ასევე დაგაინტერესებთ