ისტორიაში პირველი ყვითელი ბარათი ქართველმა მიიღო - როგორ გაჩნდა ფეხბურთში ყვითელი და წითელი ბარათები

AutoSharing Option
თუ ფეხბურთის მსაჯს მოთამაშის გაფრთხილება სურს, ის მას ყვითელ ბარათს უჩვენებს.

ზედმეტად უხეში თამაშისთვის კი დამნაშავეს წითელ ბარათს წარუდგენენ, რის შემდეგაც წესების დამრღვევი იძულებულია, მოედანი დატოვოს. ერთი მოთამაშისთვის მიცემული ორი ყვითელი ბარათი ავტომატურად წითელ ბარათად გადაიქცევა. ეს ნებისმიერმა ქომაგმა კარგად იცის. თუმცა ფეხბურთში ეს ბარათები არცთუ ისე დიდი ხანია - 50 წელზე ნაკლები წლის წინ გამოჩნდა.

აქამდე კი მსაჯები წესების დამრღვევებს სიტყვიერად აფრთხილებდნენ. ამას კი ხშირად სხვადასხვა კურიოზი მოჰყვებოდა.

მაგალითად, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის გუნდები
შეხვდნენ. მატჩის მსაჯი გახლდათ გერმანელი რუდოლფ კრაიტლიანი, რომელმაც მშობლიური ენის გარდა, სხვა არ იცოდა. თამაში უხეშად მიმდინარეობდა, მოედანზე გამუდმებით იქმნებოდა კონფლიქტი და როცა კრაიტლიანმა მოედნიდან არგენტინის ნაკრების კაპიტნის, ანტონიო რატინას გაძევება გადაწყვიტა, მან თავი ისე მოაჩვენა, რომ თითქოს არ ესმოდა მსაჯის ნათქვამი.

დასახმარებლად ინგლისელ მსაჯს, კენ ასტონს მიმართეს. მან დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა არგენტინელის დარწმუნება, რომ მოედანი უნდა დაეტოვებინა. ამ ეპიზოდის შემდეგ ასტონი დაფიქრდა იმაზე, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუ ფეხბურთში რაიმე სახის აქსესუარს შემოიტანდნენ, რომლის დახმარებითაც მსაჯი შეძლებდა წესების დამრღვევი ფეხბურთელისთვის გაფრთხილება ან გაძევება ენიშნებინა.

გარკვეული დროის შემდეგ ავტომობილით მოძრავი ასტონი შუქნიშნის წინ გაჩერდა და თავში ერთი იდეა მოუვიდა: რატომ არ შეიძლებოდა ფეხბურთში ყვითელი და წითელი ფერის ბარათები შემოეღოთ? ყვითელ ბარათს ფეხბურთელს გაფრთხილებისთვის გადასცემდნენ, წითელს კი - გაძევებისთვის. ფეხბურთის მოხელეებმა ასტონის წინადადება გონივრულად მიიჩნიეს. უკვე 1970 წელს მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, წესების დარღვევას მსაჯები ფეხბურთელებს ბარათებით ამცნობდნენ.

Sportall.Geპირველი ყვითელი ბარათი მატჩის გახსნისთანავე გამოიყენეს, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრები ტურნირის მასპინძელ მექსიკის ნაკრებს შეხვდა.

საბჭოთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კახი ასათიანი კი ისტორიაში შევიდა: გერმანელმა მსაჯმა კურტ ჩენშერმა სწორედ მას მიანიჭა პირველი ყვითელი ბარათი.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსმა მსაჯმა ვალენტინ ივანოვმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: 1/8-ფინალში ჰოლანდიისა და პორტუგალიის გუნდებს შორის გამართულ მატჩზე, მან ფეხბურთელებს 16 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა.

ახლა ფეხბურთში კიდევ ერთი, მწვანე ბარათის შემოღება განიხილება. ამჯერად მისი მეშვეობით მოთამაშეებს არ დასჯიან, არამედ პირიქით - შეაქებენ.

ბარათი იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ფეხბურთელი რაიმე სახის ჯენტლმენურ ქმედებას გამოავლენს.

ექსპერიმენტებს უკვე ატარებენ. პირველი მოთამაშე კი, რომელსაც მწვანე ბარათი გადაეცა, იტალიური კლუბის, "ვიჩენცის" ფეხბურთელი კრისტიან გალანო გახდა. გასული წლის შემოდგომაზე "ვირტუს ენტელა"-"ვიჩენცის" მატჩზე მსაჯმა "ვირტუსის" კარში კუთხური დანიშნა.

Sportall.Ge

გალანე მსაჯთან მივიდა და უთხრა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეები ბურთს არ შეხებიან. მწვანე ბარათი სწორედ მას მიანიჭეს.

ავტორი: ანა ვერძაძე
მკითხველის კომენტარები / 14 /
2006 წლის 27 მაისს ახალი ზელანდიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპაში პირველი გამრჯბება იზეიმა.აქაც ქართველებმა "ვისახელეთ"თავი.ასევე რამოდენი წლის წინ ფარერების ერთერთ გუნდს მოგება არ ქონდა ევროტურნირების საკვალიფიკაციო რაუნდში და მოიგო.ამ ამბავს როგორ შეიძლებოდა ჩაევლო უჩვენოდ?ფარერების გუნდმა თბილისის დინამოსთან დაპირისპირებაში იზეიმა ევროთასებზე პირველი ისტორიული გამარჯვება!
გიოშა
07:32 21-02-2019
2
პირველ ყვითელს ქართველი მიიღებდა აბა რაა სულაც არ მიკვირს, მაგრამ ღმერთმა აცხონოს კახი ასათიანი, ძალიან მაგარი კაცი იყო,ულამაზესი კაცი ყველანაირად. როგორ მოკლეს ამ ბანდიტებმა და როგორ არ გამოიძიეს ამ ფარჩაკებმა. ეხხ რა მახინჯი ქვეყანა ვართ დაწყევლილი,ქურდების და გარყვნილების ქვეყანა,ღალატი და დაუნდობლობა საუკუნეებია ანგრევს ამ მიწას და ალბათ ვეღარ გაუძლებს და გავქრებით საბოლოოდ((
halagaji
11:02 16-02-2019
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული