"არსენალის" ფეინთბოლის ტურნირის პირველი გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ

AutoSharing Option
1-ელ ივლისს სტარტი აიღო ჟურნალ "არსენალის" ინციატივით დაწყებულმა ფეინთბოლის ტურნირმა, სადაც გუნდებს შორის გამარჯვებულს "არსენალის" თასი გადაეცემა და ასევე სპეციალური პრიზები "სილქნეტისა" და "ფრეგოსგან".

პირველი თამაში "ქებულსა" და "აიტექნიკს" შორის გაიმართა. დაძაბული თამაშის პირველი გამარჯვებული "ქებული" გახდა. როგორც გამარჯვებული გუნდის წევრმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, - იყო ძალიან ბევრი ემოცია და ადრენალინი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თამაშის ბოლოს, მოწინააღმდეგე გუნდები ერთი-ერთზე დარჩნენ...

Sportall.Ge

ქებული მეორე ეტაპზე გადავიდა და როგორც აღნიშნეს, ეცდებიან, მიღებული გამოცდილება შემდეგი თამაშებისთვის გამოიყენონ...

მეორე თამაში "პალიტრა მედიასა" და კომპანია "სილქნეტს"
შორის გაიმართა. თამაში "პალიტრა მედიის" გამარჯვებით დასრულდა.

არ გაუმართლა მესამე მოთამაშეებიდან, სამხედრო სამეცნიერო-ტენქიკურ ცენტრ "დელტას" გუნდს, რომელიც "ტოიოტა ცენტრ თეგეტას" ეთამაშა. ამ შეხვდრაში გამარჯვება "თეგეტამ" მოიპოვა.

Sportall.Ge

შემდეგი წყვილი კომპანია "ფრეგო" და "კასტროლი" იყო. საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში  "ფრეგომ" მოწინააღმდეგე დაამარცხა...

თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებრასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, "ავერსის" გუნდს დაუპირისპირდა, სადაც უპირატესობა, "ავერსმა" მოიპოვა.

1-ლი ივლისის სათამაშო შეხვედრები იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელების მწარმოებელმა კომპანია "ოშიმ" და "ხალიკ ბანკმა" დაასრულეს, რომელშიც გამარჯვება "ოშიმ" მოიპოვა და შემდეგ ეტაპზეც გადავიდა.

Sportall.Ge

გამაჯრვებულ გუნდებს შემდეგ ეტაპებზეც წარმატებებს ვუსურვებთ!

შეგახსენებთ რომ შემდეგი თამაშები 2 და 8 ივლისს გაიმართება. ფინალური თამაში კი 9 ივლისს შედგება.

ავტორი: ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული