სხვა

სხვადასხვა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

AutoSharing Option
31 ივლისს, უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელიც 23-29 ივლისს მონაწილეობდა ქალაქ დიორში გამართულ ევროპის მე-14 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში.

საქართველოს გუნდმა, პირველ ყოვლისა - ძიუდოისტთა ნაკრების ბრწყინვალე გამოსვლის შედეგად, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: ოქროს 4, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვა და საბოლოო ცხრილში ევროპის 50 ქვეყანას შორის მე-11 ადგილი ერგო. 9-დან 8 მედალი, მათ შორის - ოთხივე ოქრო სწორედ ჩვენმა ძიუდოისტებმა აიღეს, 1 ბრინჯაო კი კანოისტების ანგარიშზეა.

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი:
"მთლიანობაში, ცხადია, შედეგებით კმაყოფილი
ვარ. საერთო ჩათვლაში ჩვენ გავასწარით არაერთ წარმატებულ სპორტულ ქვეყანას, მათ შორის - დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ავსტრიას, შვეიცარიას, უკრაინას, ბელორუსს... სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. მაგალითად, აზერბაიჯანელებმა მხოლოდ თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, სომხები კი საერთოდ უმედლოდ დარჩნენ"...

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ