გუშინ, დილით პოლიციელებმა 2016 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის კარლოს არტურ ნუზმანის სახლი გაჩხრიკეს.
პოლიციის განცხადებაში წერია, რომ ლაპარაკი შეიძლება იყოს საერთაშორისო კორუპციულ სქემაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების მოსყიდვა რიო-დე-ჟანეიროს სასარგებლოდ ხმების მოსაპოვებლად.