მიუნხენში დაღუპულ ებრაელ სპორტსმენებს პატივი მიაგეს

AutoSharing Option
მიუნხენში ძეგლი დაუდგეს ებრაელ სპორტსმენებს, რომლებიც 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი ტერაქტის მსხვერპლნი გახდნენ.

მემორიალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალდერი შტაინმაიერი, ბავარიის პრემიერ-მინისტრი ჰორტს ზეეჰოფერი, მიუნხენის მერი დიტერ რაიტერი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი.

ტრაგედია 1972 წლის 5-6 სექტემბერს მოხდა. პალესტინის დაჯგუფება "შავი სექტემბრის" რვა ბოევიკმა ისრაელის ნაკრების ბანაკში შეაღწია. ადგილზე ოლიმპიური გუნდის ორი წევრის მოკვლის შემდეგ, მათ მძევლად აიყვანეს ცხრა ოლიმპიელი და თანამებრძოლების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც ისრაელის ციხეებში ისხდნენ. ერთი დღის შემდეგ
მძევლები ორმხრივი სროლისას დაიღუპნენ მიუნხენის გარეუბანში, საიდანაც ტერორისტები ეგვიპტეში გაფრენას ლამობდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული