საფრანგეთის პოლიცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ბრალს კორუფციაში სდებს

AutoSharing Option
საფრანგეთის საფინანსო პროკურატურამ იმ კორუფციული სქემის მტკიცებულება იპოვა, რომელიც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის არსებობდა.

"გამოძიების მსვლელობისას აღმოვაჩინეთ ფართომასშტაბიანი კორუფციული სისტემა პაპე მასატ დიაკს, მის ვაჟ ლამინ დიაკს, საერთაშორისო ფედერაციის ექსპრეზიდენტსა და ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსანს შორის. აღმოჩენილია დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს მძლეოსნობის ფედერაციისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების მისამართით ფულად გადარიცხვებს მსხვილი სპორტული ტურნირების მასპინძელი ქალაქების არჩევაში დასახმარებლად", - წერია განცხადებაში.

თავდაპირველად, გამოძიება ეხებოდა 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლის არჩევნებს. მოგვიანებით, პროკურატურა 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის არჩევითაც დაინტერესდა,
- იტყობინება "როიტერი".

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა 2016 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, კარლოს არტურ ნუზმანის სახლში. ამ ოპერაციაში ფრანგული პოლიცია მონაწილეობდა. ნუზმანი ეჭვმიტანილია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების მოსყიდვაში. მას მალე დაჰკითხავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული