რუსეთი დოპინგში ისევ ლიდერია

AutoSharing Option
რუსეთი და კიდევ 8 ქვეყანა, შესაძლოა, არ დაუშვან ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება. ამის შესახებ წერს Inside The Games-ი.

იმ ქვეყნებს, რომელთა ძალოსნებსაც აკრძალული პრეპარატის გამოყენების სამი ან მეტი შემთხვევა დაუფიქსირდათ, მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთა ემუქრებათ. როგორც ირკვევა, ასეთი ცხრა ქვეყანა ყოფილა: რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა და თურქეთი.

ამ ცხრას შორის რუსეთი გამოკვეთილი "ლიდერია" - ამ გუნდის წევრები დოპინგის მიღებაში 10-ჯერ გამოიჭირეს.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ამ ქვეყნების დისკვალიფიკაციის საკითხზე გადაწყვეტილებას
სექტემბრის ბოლოს მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული