დოპინგი: რუსეთი უნდა მოიკვეთოს

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტმა ტრევის ტაიგერტმა მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს - ჩამოაშოროს რუსეთის ოლიმპიური ნაკრები პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშვებული იქნება უდიდესი შეცდომა.

"მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ უნდა გააკეთოს იგივე, რაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის წინ გააკეთა. ყველა უნდა გამოვიდეს ოლიმპიადიდან რუსეთის სრულად მოკვეთის წინადადებით სახელმწიფო დოპინგ-პროგრამის გამო. პიონჩანგში რუსები მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ უნდა გამოვიდნენ, თანაც მხოლოდ ისინი, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ "სუფთები" არიან.

ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება აღიქმება, როგორც დამნაშავის ციხიდან გამოშვება. და ეს იქნება საშინელი
მინიშნება სხვებისთვის - იმისთვის, რომ მოიგო, დოპინგის მიღება საკმარისია.

იმედია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო არ მიჩქმალავენ რუსეთის დანაშაულს, როგორც ნაგავს ხალიჩის ქვეშ. ამ ყველაფერს მთელი მსოფლიო და ათასობით სპორტსმენი ადევნებს თვალს", - განაცხადა ტაიგერტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული