პროექტის თანახმად, 2018 წელს, ნაცვლად 136.820 მილიონისა, სამინისტროს ბიუჯეტი 165.7 მლნ ლარამდე გაიზრდება.
ეს ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლით არის გამოწვეული. ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების ეგიდით, მომავალ წელს 152.880 მილიონი ლარი დაიხარჯება, მათ შორის, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-განახლებაზე. ამ უკანასკნელში კი
დაფინანსება სპორტის დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვისაც გაიზრდება - ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონებისა და დამსახურებული სპორტსმენებისთვის, წლევანდელი 6.252 მილიონი ლარის ნაცვლად, თითქმის ნახევარი მილიონით მეტი, 6.710 მილიონი გამოიყოფა - თუკი, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ პროექტს დაამტკიცებს.
სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"