ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინას VII ადგილი მსოფლიოს თასზე

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში დასრულდა მსოფლიოს თასის ეტაპი ბატუტზე ხტომაში, სადაც ქალთა შორის სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილე ლუბა გოლოვინა, ასევე, თეონა ჯანჯღავა და ნანა გოგაშვილი ასპარეზობდნენ. ვაჟთა შორის კი ძალები თენგიზ კოშკაძემ მოსინჯა.

გოლოვინამ შესანიშნავად იასპარეზა საკვალიფიკაციო ეტაპზე და ფინალში (რვა საუკეთესოს შორის) მეხუთე ადგილით შევიდა - 105,050 ქულა. იქ კი 49,495 ქულა დაიმსახურა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

გოგაშვილმა კვალიფიკაციაში 97,310 ქულა მიიღო და 30-ე ადგილზე გავიდა. ჯანჯღავას მონაგარი კი, 96,750 ქულა და 32-ე ადგილია.

ჩემპიონი, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინელი ჩუ
სუეინი გახდა - 57,755 ქულა, მეორე - რუსი იანა პავლოვა - 56,795, მესამე კი ბელორუსი ტატსიანა პიატრენია გახლდათ - 56,415.

ვაჟთა შორის კვალიფიკაციაში თენგიზ კოშკაძემ 64-ე ადგილი დაიკავა და, ცხადია, ფინალს მიღმა დარჩა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში ზუსტად ერთი თვის შემდეგ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული