პრესკონფერენციაზე ისაუბრეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა და ჟურნალისტმა ზურაბ თალაკვაძემ.
28 დეკემბერს Beer time-ში, 16:00 საათზე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვით, 2017 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, ღონისძიების წამყვანი კი მანიკა ასათიანი იქნება.
რაც შეეხება მთავარ ჯილდოს, მასზე ირაკლი წულაძემ იმუშავა.
პრესკონფერენციის მონაწილეები:
1. მიხეილ აბაიშვილი - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი
2. გეგა კალმახელიძე
3. ზურაბ თალაკვაძე - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალური მდივანი
4. მანიკა ასათიანი - აღნიშნული ღონისძიების სახე, წამყვანი.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია მადლობას უხდის აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის კომპანია "ადიდასს", რომელიც 3 სპეციალურ პრიზს დააწესებს.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია მადლობას უხდის: კომპანია "კამპას", რომელიც საღამოს ყველა მონაწილეს საუკეთესო გამაგრილებელ სასმელს შესთავაზებს, სპეციალური პრიზის დაწესებისთვის კომპანია "ნიკორას" - ასოციაციის ახალ პარტნიორს და ყველა საინფორმაციო პარტნიორს, რომლებიც გვერდში უდგანან მთლიანად ქართულ სპორტს და ეს სამაგალითოა.
სპეციალური მადლობა არაჩვეულებრივ ბენდს, RELOAD-ს, რომელიც ბრიფინგზე იყო წარმოდგენილი სოლისტით, ნიკა ბუზალაძის სახით. ჯგუფი უმატებს, არის ქართულ მუსიკალურ სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული.
28 დეკემბრის ნომინაციები: საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, საუკეთესო ფედერაცია, საუკეთესო გუნდი (ნაკრები), სპეციალური პრიზი "წლის აღმოჩენა" და საღამოს "ოსკარი" - 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი.