აირჩიე 2017 წლის საუკეთესო მომენტი ქართულ სპორტში!

AutoSharing Option
2017 წელი დასრულდა, ახლა დროა შევაჯამოთ და საუკეთესო მომენტები გავიხსენოთ. ძალიან ბევრი დაჯილდოება ჩატარდა სპორტულ სამყაროში, მაგრამ რომელი იყო ყველაზე ემოციური მომენტი თქვენთვის?

Sportall.ge გამოკითხვის მეშვეობით შეძლებთ გამოავლინოთ ქართულ სპორტში ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი მომენტი.

სოსო მათიაშვილის ლელო
11 ნოემბერს საქართველო-კანადის შეხვედრაში (54:22) ქართველმა მორაგბე სოსო მათიაშვილმა იმდენად ეფექტური ლელო დადო რომ მთელი სარაგბო სამყარო აალაპარაკა.


როინ კვასხვაძის "სეივი"
პენალტებს ბევრი მეკარე იღებს, მაგრამ თავისი არსობრივი მნიშვნელობით ასეთს ნაკლებად. როინ კვასხვაძის მოგერიებული პენალტი, ეროვნული
ლიგის და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ისტორიული მომენტია, რომელზეც ევროპის წამყვანი გამოცემები წერდნენ და ქართული ფეხბურთის ისტორია აუცილებლად გაიხსენებს.

ამ შეხვედრაში "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო "დინამო" ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ეს კი ქუთაისელთა მეკარის დამსახურებაა რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ოთო კიტეიშვილს პენალტიდან დარტყმული აუღო.


მაიკლ დიქსონის 2 ქულა
მაიკლ დიქსონი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და ბოლო პერიოდში მისი წვლილი ჩვენი გუნდის წარმატებაში განუსაზღვრელია. მისი ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ევროპის ჩემპიონატზე ლიტვასთან მატჩში იყო, როდესაც მისი ორქულიანით საქართველოს ნაკრები წინ გავიდა და 79:77 მოიგო.



ლაშა ტალახაძის რეკორდების სერია
ლაშა ტალახაძემ საქართველოში კი დაამყარა ახალი რეკორდი, მაგრამ ეს ოფიციალურად არ დაფიქსირდა. ხოლო აშშ-ს ქალაქ ანაჰაიმში მან დაამტკიცა, რომ ის ყველაზე ძლიერია და წინ ახალი რეკორდები გველოდება.

ტალახაძემ ატაცში ასწია 220 კგ. წონის შტანგა და საკუთარივე მსოფლიო რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა.

აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 257 კგ. ასწია და ჯამში 477 კგ. დააგროვა, რაც ასევე სამი კილოგრამით მეტია მის მიერვე დამყარებულ მსოფლიო რეკორდზე.


ზაზა ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონობა საქართველოს დროშის ფრიალი

ქართველი კალათბურთელი NBA-ს ჩემპიონი გახდა, არადა ამ ტიტულზე ბევრი ცნობილი ამერიკელი კალათბურთელიც ოცნებობს. ზაზა ფაჩულიას მთელი ზეიმის განმავლობაში საქართველოს დროშა ხელიდან არ გაუშვია, ის იყო ბედნიერი იმით, რომ გააბედნიერა ქართველი ქომაგი.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული