"სილკ სპორტმა" ჩემპიონთა ლიგის ჩვენების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა

AutoSharing Option
მომავალი სეზონიდან უეფას ჩემპიონთა ლიგას ქართული არხებიდან მხოლოდ "სილკ სპორტი" აჩვენებს.

აღნიშნულ სპორტულ არხს უეფას ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჩვენების ექსკლუზიური უფლება მომავალი სამი წლის განმავლობაში ექნება.

ამჟამად, ჩემპიონთა ლიგას "პირველი არხიც" აშუქებს, თუმცა მომავალი სეზონიდან მათ ამის უფლება აღარ ექნებათ.

როგორც "სილკ სპორტის" "ფეისბუქგვერდის" მეშვეობით გახდა ცნობილი, ტურის ორი კარგი მატჩიდან ერთი "სილქ უნივერსალზე" გავა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს და უფასოა.

დანარჩენი მატჩები "სილკ სპორტის" სხვა არხებზე გავა, რომელიც ფასიანია. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულმა ტელევიზიამ ევროპის ლიგის ტრანსლირების ექსკლუზიური
უფლებაც მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული