სხვა

სხვადასხვა

დოპინგის პირველი ექსპერტი, ვინც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სპორტსმენების გამოკვლევა ასწავლა

AutoSharing Option
წელს ზამთრის ოლიმპიადა უპრეცედენტო ფაქტით დაიწყო - დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო რუსეთის ნაკრებს მასში მონაწილეობა აეკრძალა.

მართალია, მსოფლიო სპორტს დოპინგის თემაზე უამრავი გახმაურებული საქმე ახსოვს, მაგრამ ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პირველად მივიდა.

რაც დრო გადის, დოპინგი უფრო და უფრო მეტ თავსატეხს უჩენს სპორტულ საზოგადოებას.

სპორტსმენებს ენერგიის სტიმულაციისთვის გარკვეული დანამატები ესაჭიროებათ, ხოლო ზღვარის გავლება დასაშვებ და დაუშვებელ ნივთიერებებს შორის თანდათან რთულდება.

პირველი დოპინგი
მსოფლიო ფარმაკოლოგიაში დოპინგი გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოჩნდა. მას შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მის წინააღმდეგ ბრძოლაშია
ჩაბმული. ძალიან ბევრი სპორტსმენი გამოეთხოვა კარიერას ამის გამო და წინ კიდევ დიდი გზა ჩანს გასავლელი.

თუმცა ბევრს არ სმენია იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც პირველმა გამოიკვლია ანაბოლური სტეროიდების, იგივე დოპინგის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ძალა და პირველი ექსპერტი იყო, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს პირველი დოპინგ-ტესტების ჩატარებაში დაეხმარა.

ეს ინგლისელი ფარმაცევტი არნოლდ ბეკეტი გახლდათ, რომლის ნაშრომებიც დღეს ყველა ოლიმპიელი სპორტსმენის კარიერას განსაზღვრავს. დიახ, ყველა ნივთიერება და დანამატი, რომლის მიღებასაც სპორტსმენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უკრძალავს ან ნებას რთავს, სწორედ ბეკეტის სამეცნიერო დასკვნების საფუძველზეა შერჩეული. მან მთელი ცხოვრება ადამიანის სხეულზე სხვადასხვა ნივთიერების ზემოქმედების შესწავლას მიუძღვნა.

დღეს კი მის მიერ შედგენილი ვიტამინების, საკვები დანამატებისა თუ მასტიმულირებელი პრეპარატების ფორმულა განსაკუთრებით საჭიროა სპორტსმენებისთვის, ვარჯიშითა და აქტიური ფიზიკური ცხოვრებით დაკავებული ადამიანებისთვის.

ბეკეტი, როგორც ექსპერტი, თითქმის 40 წლის განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ოლიმპიადებზე დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალებში. მათ შორის, სპრინტერების - ბენ ჯონსონისა და ლინფორდ კრისტის, ასევე, ბრიტანელი მოთხილამურის - ალენ ბაქსტერის საქმეებში.

მოგვიანებით კი თავისი ცოდნა ნარკოტიკების გამოყენებაში ბრალდებულ სპორტსმენთა დასაცავადაც გამოიყენა.

ერთ-ერთ კონფერენციაზე მეცნიერებს სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. დავა მდგომარეობდა შემდეგში: პრეპარატი, რომელიც აკრძალული იყო შეჯიბრებისას, ასევე აკრძალული უნდა ყოფილიყო თუ არა ვარჯიშისას. ბეკეტმა სპორტსმენების მხარე დაიკავა და ამტკიცებდა, რომ ოლიმპიურ კომიტეტს პრეპარატი შეჯიბრებების მიღმა გამოყენებისთვის არ აუკრძალავს.

სამედიცინო საზოგადოების დიდი ნაწილი ბეკეტს მიემხრო და კომისია დატოვა. მომდევნო წლებში ბეკეტი სპორტსმენთა მხარეს გადაერთო და მათ ინტერესებს იცავდა.

დოპინგიდან ვიტამინებისკენ
თავისი გამოცდილება ფარმაცევტულ კვლევებში ბეკეტმა მოგვიანებით კომპანია "ვიტაბიოტიქსს" მოახმარა. მეცნიერული კვლევები და მიღწევები ინოვაციური პრეპარატების ფორმულებად აქცია.

პრეპარატების, რომლებიც ზუსტად იყო მორგებული ასაკს, სქესს, ცხოვრების წესს. დღემდე არცერთი ფარმაცევტული კომპანია არ აწარმოებს ისეთ დიფერენცირებულად და კონკრეტულ კატეგორიაზე გათვლილ ვიტამინებს, როგორც "ვიტაბიოტიქსი".

თავად ბეკეტი 90 წლის გარდაიცვალა. ასაკი არასოდეს ეტყობოდა - ანუ მან კარგად იცოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საიდუმლო, რომლებიც "ვიტაბიოტიქსის" პრეპარატებში გამოიყენა.

"როგორ შევინარჩუნოთ თქვენს ასაკში კარგი გარეგნობა და ჯანმრთელი სხეული? " - ხშირად ეკითხებოდნენ ჟურნალისტები. მისი პასუხი მარტივი იყო: "თქვენს ორგანიზმს თავად აქვს თავდაცვის უნარი. მოუფრთხილდით ამ უნარს, მას სტიმული და გაძლიერება სჭირდება".

სწორედ სხეულის სტიმულისა და გაძლიერებისთვის ბეკეტის დახმარებით "ვიტაბიოტიქსმა" შეძლო ზუსტად მოერგო ადამიანის სქესის, ასაკისა თუ ცხოვრების წესისთვის შესაფერისი დანამატები. თუმცა განსაკუთრებით ალბათ მამაკაცებისთვის განკუთვნილი ხაზი უნდა გამოვყოთ.

სპორტსმენებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ცნობილი ფარმაცევტისთვის ერთგვარ შთაგონებად იქცა. პრეპარატი "ველმენი" სწორედ ამის შედეგია. ბეკეტის ჩანაფიქრით, ის მამაკაცისთვის გახლავთ ენერგიის წყარო ფიზიკური დატვირთვისას  ნერვული დაძაბულობის გამანეიტრალებელი ფსიქოლოგიური დატვირთვისას  იმუნიტეტის და მამაკაცის სასიცოცხლო ტონუსის ასამაღლებელი საშუალება.

"ვიტაბიოტიქსი" დღემდე ამაყობს, რომ მის სათავეებთან აღაიარებული პროფესორი იდგა. მისი წყალობით, ის ერთადერთი ფარმაცევტული კომპანია გახდა, რომელმაც ბრიტანეთის უმაღლესი, დედოფლის ჯილდო მიიღო.