მედია-საბილიარდო ტურნირში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
ეკა ელოშვილის ფოტო

24 ივნისს მედია-საბილიარდო ტურის მეორე საასპარეზო დღემ 1/2-ფინალისტების ვინაობა გამოავლინა.

ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

ნოდარ მაისურაძე (News Georgia) - ლევან პატარიძე (რუსთავი2)
დუდუ კურდღელია (რუსთავი2) - პაპუნა ფირალიშვილი (რაგბი ტვ)

30 ივნისს გაიმართება ნახევარფინალური მატჩები, რომლის შემდეგ მე-3 ადგილისთვის შეხვედრა და ფინალი ჩატარდება.

ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.

მედია-საბილიარდო ტურნირში ყველა მონაწილისთვის საბილიარდო კლუბმა "მეტროპულმა" ერთკვირიანი ულიმიტო აბონემენტები დააწესა საჩუქრად. მეორე ადგილზე გასულები ორკვირიან, ხოლო გამარჯვებულები ერთთვიან ულიმიტო აბონემენტებს მიიღებენ საჩუქრად, სხვა სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად.

მედია-საბილიარდო ტურნირის ორგანიზატორია თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი, რომელიც 2004 წლიდან ატარებს მედიატურნირებს სამთო თხილამურებში, მეკლდეურობაში, ბილიარდში. არის საქართველოში სპორტული ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი და სპორტული თემატიკის ფოტოპროექტების, მათ შორის, "სპორტფოტოს" ავტორი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული