თბილისში ცხენოსნობაში 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი გაიმართა

AutoSharing Option
თბილისის იპოდრომზე, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ცხენოსნობაში დაბრკოლებათა გადალახვის სახეობაში 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრში საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობა აზერბაიჯანელმა და ბელორუსმა მხედრებმაც მიიღეს.

მინი-გრანპრის პირველი ადგილი საქართველოს ნაკრების წევრ შავლა გაჩეჩილაძეს ერგო, ხოლო მეორე ადგილი ასევე საქართველოს ნაკრების წევრმა თორნიკე პაპიაშვილმა დაიკავა. მესამეზე კი აზერბაიჯანელი სპონსორი რაჰიბ ისმაილოვი გავიდა.

მთავარი პრიზის გამარჯვებული აზერბაიჯანელი სეიდ მუსაევი გახდა, მეორე ადგილი ბელორუსმა სპორტსმენმა იგორ მოროცკიმ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე შალვა გაჩეჩილაძე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული