წელს კი ის რეგიონალური იქნება და მასში მონაწილეობას როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ცხენოსნები, ასევე მეზობელი რესპუბლიკების - აზერბაიჯანისა და სომხეთის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებიც მიიღებენ.
ანაკლიის თასზე საცხენოსნო დოღის საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენს. დოღი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე დოღში მონაწილეობას ქართული ჯიშის ცხენები, მეორე ეტაპზე - ინგლისური ჯიშის ორწლიანი, ხოლო მესამე ეტაპზე ინგლისური ჯიშის სამწლიანი ცხენები მიიღებენ.
დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები
დოღი 29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ზუგდიდსა და ანაკლიას შორის, სოფელ ინგირის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება.
R