ჩეჩენი მებრძოლი კადიროვზე ნათქვამის გამო მაკგრეგორს პასუხს სთხოვს

AutoSharing Option
WFCA-ს ლიგის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში, ხუსეინ ხალიევმა კონორ მაკგრეგორს მიმართა.

ჩეჩენმა მებრძოლმა ვიდეომიმართვა 21 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჩაწერა.

"კონორ, ლაქლაქის დიდი ოსტატი ხარ. ამაში დავრწმუნდი, როცა შენს პრესკონფერენციას ვუყურე. ეს ყბედობა ირლანდიაში გაგდის, ამერიკაში და კიდევ სადღაც, მაგრამ როცა საქმე ჩეჩნეთს ეხება ან კავკასიას, უნდა დაფიქრდე, რისი თქმა შეიძლება და რისი არა. შენი სიტყვების გამო პასუხების გაცემა გალიაში ან მის მიღმა მოგიწევს, რადგან ჩვენ არასდროს ვტოვებთ უპასუხოდ ოჯახის ან ადამიანის ღირსების შელახვას.

ამიტომ გირჩევ, რაც შეიძლება მალე მოინანიო
და ბოდიში მოიხადო, რადგან ცხოვრება ხაბიბთან ბრძოლით არ მთავრდება. ენას კბილი დააჭირე, თუ დიდ თავგადასავლებს არ ეძებ", - თქვა ალიევმა ვიდეომიმართვაში.

მაკგრეგორმა პრესკონფერენციაზე ხაბიბი ვირთხად მოიხსენია და ასევე, მამამისის შესახებ ისაუბრა. კონორმა რამზან კადიროვს დიქტატორი და შეშლილი ადამიანი უწოდა.

"მამამისმა "ინსტაგრამში" ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის კადიროვთან ერთად მეჩეთშია. კადიროვი ჩეჩენი დიქტატორი და შეშლილი ადამიანია, მაგრამ ხაბიბის მამა მას უკანალს ულოკავს, მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და აწერს: "ერთად უფრო ძლიერები ვართ". ასეთი "ფეიკ" პატივისცემა აქვს შიშის გამო.

ჩეჩნებმა იციან, ხაბიბის მამას შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მას ზურგში დანას დაარტყამდა, ის ამას ეგრევე გააკეთებდა, მაგრამ მან არაფერი გააკეთა. ამიტომ ის ლაჩარია. ის პატივისცემას შიშის გამო გამოხატავს", - თქვა კონორმა პრესკონფერენციაზე.

სავარაუდოდ, ამ სიტყვებს გამოეხმაურა ჩეჩენი მებრძოლი ხალიევი.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბსა და კონორს შორის ბრძოლა 6 ოქტომბერს შედგება.

altეს პატარა ვირთხა! - კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი პრესკონფერენციაზე შეხვდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული