სხვა

სხვადასხვა

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი

AutoSharing Option
დღეს 6 ოქტომბერს ბუენოს აურესში ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები დაიწყება. დღეს გაიმართება გახსნის ცერემონიალი, ხოლო შეჯიბრებები სტარტს 7 ოქტომბერს აიღებს.

სულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 32 სპორტის სახეობა იქნება წარდგენილი. 178 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი 241 სინჯის მედალს გაითამაშებს. ოლიმპიური თამაშები 18 ოქტომბრამდე გასტანს.

საქართველოს დელეგაცია 15 სპორტსმენისგან შედგება. ქართველები სპორტის 10 სახეობაში გამოვლენ.

წარმოგიდგენთ ქართველების გამოსვლის კალენდარს არგენტინაში:

7 ოქტომბერი
ტაეკვანდო - საკვალიფიკაციო ეტაპი
ზურაბ კინწურაშვილი 21:15 (ჩვენი დროით)

8 ოქტომბერი
ჩოგბურთი - I წრე
ანა მაქაცარია

9 ოქტომბერი
3X3
კალათბურთი - ქვეჯგუფის შეხვედრები
საქართველო-სლოვენია 16:00
საქართველო-იორდანია 18:30
ლუკა მაზიაშვილი, ოთარ პერტაია, ზურაბ ჟღენტი, ლასა მიქელაძე

ტყვიის სროლა, 10 მეტრი, პნევმატური პისტოლეტი - საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალი
ნინო ხუციბერიძე 16:00

ძიუდო - საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალი
ილია სულამანიძე - 100 კგ 17:15

მხატვრული ტანვარჯიში - ცალკეული საგნები
ქეთევან არბოლიშვილი 11:05

10 ოქტომბერი
ძალოსნობა - ფინალი
არჩილ მალაყმაძე - 69 კგ 01:00

12 ოტომბერი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საკვალიფიკაციო შეხვედრები, ფინალური ბლოკი
გიორგი თოხაძე - 51 კგ
გიორგი ჩიხკვაძე - 60 კგ

თანამედროვე ხუთჭიდი - ფარიკაობა
გიგა ხიჯაკაძე 21:00

მძლეოსნობა, უროს ტყორცნა - საკვალიფიკაციო ეტაპი
გიორგი კეკიშვილი 23:20

13 ოქტომბერი

3X3 კალათბურთი - ქვეჯგუფის შეხვედრები
ლუკა მაზიაშვილი, ოთარ პერტაია, ზურაბ ჟღენტი, ლასა მიქელაძე

14 ოქტომბერი
თავისუფალი ჭიდაობა - საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალური ბლოკი
გიორგი გეგელაშვილი - 48 კგ 17:00