კონორმა ხაბიბს ჩაარტყა და შეუტია - მებრძოლების აწონვის პროცედურა შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს ლას-ვეგასში UFC 229-ის კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ჩხუბამდე აწონვის ცერემონია გაიმართა.

მეტოქეები ერთმანეთის წინაშე ბოლოჯერ წარსდგნენ, შეხვედრა კონფლიქტის გარეშე არ დასრულდა.

T-Mobile Arena-ზე აწონვის ოფიციალური აწონვის პროცედურა გაიმართა:

  • კონორის წონა - 70.08 კგ.
  • ხაბიბის წონა - 70.3 კგ.

პირველი სცენაზე მაკგრეგორი გამოვიდა, რომელსაც თან კანადელი რეპერი დრეიკი ახლდა და რომელსაც ირლანდიის დროშა ეჭირა. ხაბიბის გამოსვლის დროს მებრძოლები ერთმანეთის წინაშე დადგნენ და UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა უთხრა, რომ ერთმანეთს არ შეეხონ, თუმცა კონორმა ხაბიბს ხელში ჩაარტყა და შემდეგ ფეხითაც
სურდა დარტყმა, მაგრამ ვერ მიწვდა. დაცვის წევრებმა მებრძოლები ერთმანეთთან არ მიუშვეს.

შემდეგ კი მოკლე ინტერვიუების ჯერიც დადგა კონორმა წამყვანს ჯო როგანს უთხრა ხაბიბის ფაფახი არ დაიხუორს: "არ მისცე ამ აყროლებულ ვირთხას თავისი ქუდი დაგახუროს. მას აყროლებული ***-ის სუნი აქვს. რა ამაგარია ისევ აქ დაბრუნება. UFC-ის ფანებო, დაბრუნება მაგარია! მეფე ისევ სახლშია!".

ხაბიბი ინტერვიუში ალაჰს და ირლანდიელ ფანებს მიმართავდა: "ყველაფერი, რაც მაქვს ღმერთისგანაა. ვიცი, რომ ღმერთს არ მოსწონს, რაც ხდება, დიდება ალაჰს. ხვალ თქვენს ბიჭს გავანადგურებ, უბრალოდ გავანადგურებ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ირლანდიელ ფანს და მთელი მსოფლიოს ფანებს. თქვენ ხართ მიზეზი, რის გამოც ეს ბრძოლა შესაძლებელი გახდა. მადლობა ყველას. მე ტიტულს დავიცავ!".

ბრძოლა ჩვენი დროით 7 ოქტომბერს დილით 06:00 საათზე გაიმართება.

altეს პატარა ვირთხა! - კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი პრესკონფერენციაზე შეხვდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
გილოცავთ ყველას,ხაბიბის გამარჯვებას! (ნუ დაგავიწყდებათ ეს სპორტია)
gio
07 ოქტომბერი 2018 09:53
3
Mgonia rom magregors magrad midzuynis ra kavkasieli nagazi ))))) eh rogor gauchaliches chaquchas tore orives midzuynida :D
Emigranti
07 ოქტომბერი 2018 04:58
1
მაკგრეგორმა იმხელა რეკლამა გაუკეთა იუეფსის რომ პენსია უნდა დაუნიშნონ ცხოვრების ბოლომდე, ამ კაცმა იცის შოუს კეთება უნიჭიერესია, ეს ხაბიბი რო ტრიპაჩობოს უნდა იცოდეს რომ მაკგრეგორის დამსახურებაა დღეს მთელმა მსოფლიომ რომ იცის მაგის სახელი, რამდენი ღირსეული სპორცმენია მაგ მმა-ში ამათზე ბევრად წარმატებულები და უფრო მაგარი მებრძოლები, უფრო ტიტულოვნებიც, მაგრამ მათი სახელები ბევრმა არ იცის. შეილება ისევე როგორც მე არ მოწოგწონდეთ რასაც მაკგრეგრეგორი აკეთებს მაგრამ უნდა ვაღიაროთ ეს ბრძოლა მან გახადა საყოველთაო, მისი დამსახურებაა რო მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება ამ ბრძოლის დაწყებას, ისე კი მგონია ამ სპორტში ამაზე მაგარი ბრძოლები შემდგარა და შედგება და ამის 20% ყურადღებაც არ მიექცევა. ეს გააკეთა მაკგრეგორმა, ვერაფერს იტყვი, მართლა მაგარია, მისი ფანი არ ვარ თუმცა ამ შეხვედრაში მაკგრეგორს ვგულშემატკივრობ იმიტო რო თუნდაც ამ მხრივ მაგარია თავის საქმეს აკეთებს და იმ ხაბიბივით ღმერთის სახელს არ ეფარება, ძაან წაიმატრაკვეცა ამ კადიროვის ძმაკაცმა.
დათო
06 ოქტომბერი 2018 22:15
4
პუტინიჩი შUბლატროლი კიდევ ცოცხალია ტო?
????
06 ოქტომბერი 2018 18:52
2
ხაბიბ,სიცოცხლის ფასადაც რომ დაგიჯდეს,მაინც უნდა მოიგო!!!!!!!!!
gio
06 ოქტომბერი 2018 16:47
22
ამ ხალხს წაკითხულიდან აზრის გამოტანა რომ არ შეუძლიათ მაგრად ტეხავს...
Musenbezi
06 ოქტომბერი 2018 16:20
0
როცა წაკითხული აზრიანი არ არის? არასწორად არის ნათარგმნი ხაბიბას სიტყვები. ღმერთს არ მოსწონსო არსად უთქვამს. მან თქვა, რომ ვიცი არ მოგწონთ როცა ვამბობო, ალჰამდულილა. და ამიტომაც კიდევ ორჯერ გაიმეორა.
Odala
06 ოქტომბერი 2018 16:46
1
ვაი შე უბედურო ჰაბიბ. უტვინოსთან ერთად უზრდელიც ყოფილხარ. სირცხვილია შენს თავს მებრძოლს უწოდებ
123
06 ოქტომბერი 2018 14:53
16

სიახლეები პოპულარული