ხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ ლას-ვეგასში, UFC-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, სადაც რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია.

ხაბიბმა პირველივე რაუნდში მოიპოვა უპირატესობა, ის აქტიურად იყენებდა ჭიდაობის ილეთებს, რასაც ირლანდიელი ვერაფერს უპირისპირებდა. თითქმის ყველა რაუნდში რუსს ირლანდიელი გამოჭერილი ჰყავდა და მის კონტროლს ახერხებდა. საბოლოოდ კი ყველაფერი მეოთხე რაუნდში გადაწყდა, როდესაც ხაბიბმა ეგრეთ წოდებული "მოგუდვა" დაუპირა, რის შემდეგაც ირლანდიელი დანებდა და ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა შეხვედრა.

ამით ხაბიბმა წაუგებელი სერია გააგრძელა და ის კვლავ მსუბუქი წონის ჩემპიონია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ,
ხაბიბი გულშემატკივრებში შეიჭრა და კონორის თანაგუნდელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ანალოგიურად ოქტაგონზე კონორსა და ხაბიბის გუნდელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება შედგა.

საბოლოოდ არეულობის თავიდან ასაცილებლად დაღესტანელ სპორტსმენს ქამარი ოქტაგონზე არ გადასცეს.

altმოუთმენლად ველი რევანშს! - მაკგრეგორის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

altხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა

altUFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბს შეიძლება დეპორტი ჩაურტყან

altრას ამბობდა გაცხარებული ხაბიბი როცა ქამარი არ მისცეს...

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
სპორტის ამ სახეობის შესახებ, მით უმეტეს მსუბუქ წონაში ინფორმაცია ძალიან ცოტა ადამიანს ქონდა. მაკგრეგორმა თავის რეკლამებით და შოუებით მთელ მსოფლიოს გააცნო. ასე რომ, სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეებმა მას ძეგლი უნდა დაუდგან. მგონია, ეს ჩხუბიც შოუს ნაწილი იყო.
ლევანი
10 ოქტომბერი 2018 13:16
0
ძაღლების ჩხუბი კანონითაა აკრძალული და ესენი ადამიანებს აჯოჯგნინებენ ერთმანეთს,ეს სპორტი არაა.სპორტია სადაც ტალახაძე,თუშიშვილი,ბასილაშვილი ასპარეზობენ.ეს სახეობა ხელმოცარული სპორტსმენების სასოწარკვეთილი თვითგამოხატულებაა.
cheroeli
08 ოქტომბერი 2018 15:19
3
მდგარიყო წყნარად და დალოდებოდა დაჯილდოვების ცერემონიას. ეხლა კი კარიარა გაიფუჭა, მაგან და მისმა ძმაკაცებმა დამარცხებული მაგგრეგორს, რომ დაესივნენ სვავებივით. "აბაროტი" ხომ აიღეს რაც მთავარია. უყურებენ მომავალ ორთაბძოლებს ტელევიზორში, მშობლიურ მახაჩკალაში.
დათო
08 ოქტომბერი 2018 15:00
4
საერთოდ როცა ესეთი ორთაბრძოლები იმართება თითქმის 80% მოჭიდავის სასარგებლოდ მთავრდება ხოლმე.
მიშა
08 ოქტომბერი 2018 07:10
0
ჩრდილო კავკასიელია ეგ ხაბიბი და ეგენი ყველა თათრები არიან, გეკიდოთ უნდა ვინ მოიგებდა და ან ვინ წააგებდა, ორივე ერთია ჩვენთვის.
ხვიჩა
07 ოქტომბერი 2018 18:41
20
უნდა იცოდე, რომ ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობს ორი ეროვნების ხალხი: ერთია ჩამოსული თურქული წარმოშობის ხალხები, ხოლო მეორეა ადგილობრივი მკვიდრი კავკასიური მოსახლეობა. კავკასიელები გენეტიკურად ჩვენი ერთადერთი მონათესავე ხალხია მსოფლიოში (ბასკო-გასკონელებთან ერთად). ასე რომ სანამ რამეს იტყვი, დაფიქრდი...
ზაალ
08 ოქტომბერი 2018 14:43
0
ეს მაკგგრეგორი ნამდვილი კლოუნია, ფულის შოვნაზეა გადასული, რაღაცას ხტუნაობს იმიჯის შესაქმნელად რომ მაქსიმალურად დიდი ჰონორარი მიიღოს თორემ როგორც სპორტსმენი რეალურად ეგ უკვე აღარც არსებობს ყველა ფეხქვეშ იგდებს მაგრამ ფულის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელია, მაგარი კლოუნია
megre
07 ოქტომბერი 2018 13:16
12
მე ჰაბიბი ჩეჩენი მეგონა, ტუ დაღესტნელია რამხზანას რაღას ულოკავს? და კიდევ, რამზანას მლოკველის გამარჯვება რატო გიხარიათ?
kaxa
07 ოქტომბერი 2018 11:40
29
sdfffff აბა რას ამბობ?! ჩვენ რა არ გამოვდივართ ამ სპორტში თუ პირველად ნახე მსგავსი გადაცემა? დაღესტნელმა ღირსეულად დასაჯა ეგ არაკაცი, რომელმაც არაერთი შეურაცყოფა მიაყენა ნურმაგომედოვს, მის ოჯახს და რელიგიას პრესკონფერენციაზე, პრესაში და აწონვაზეც კი.
aleqsandre
07 ოქტომბერი 2018 11:28
17
წადი შვილო საიდანაც მოსულხარ და ცხვარი მწყემსე ისევ
ქაჯი ქაჯად დარჩება
07 ოქტომბერი 2018 11:13
24
რა მიკვირს იცით ამ სპორტის დიდი მოყვარული არ ვარ ვინ მოიგებს ან წააგებს არ მაინტერესებს მაგრამ აქ რაღაც აქცენტებს რუსიო დაღესტანელიო რო აკეთებთ ბიჯო ქუჩაში გუშინ ყოველი მეორე მანქანიდან რუსული სიმღერების ხმა რო გამოდის ან ქორწილები ისე არ ჩაივლის რისული სიმღერა არ შესრულდეს ამაზე რას იტყვით დავხოცოთ ერთმანეთი?
dato
07 ოქტომბერი 2018 11:12
7

სიახლეები პოპულარული