სხვა

სხვადასხვა

ხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა

AutoSharing Option
დღეს, 7 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ ლას ვეგასში, UFC-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, სადაც რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაბიბმა პრესკონფერენცია გამართა. აღსანიშნავია ის, რომ ჟურნალისტების კითხვას გამართავდა თუ არა რევანშს მაკგრეგორთან, არ უპასუხა.

- პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვიხადო, ბრძოლის დასრულების შემდეგ რაც მოხდა, ეს ჩემგან კარგი საქციელი არ იყო. თუმცა ძალიან რთულია როცა შეურაცხყოფას გაყენებენ და ეს მოითმინო, ის აუგად საუბრობდა ჩემი რელიგიის, მამაჩემის და სამშობლოს შესახებ. მოსდევდა ჩემს ავტობუსს, ისვროდა სკამებს, მდებდა
მკველობაში ბრალს. რას ფიქრობთ? რას იტყვით? გამართლებულია თუ არა გალიაში მისვლამდე ესეთი რაღაცეები? მე არ მესმის.

მამაჩემმა მასწავლა, რომ პატივი უნდა ვცე სხვა ადამიანს, მე 7 წელია რაც კალიფორნიაში ვარ და ვინც ჩემს გარშემოა, ყველამ იცის თუ რა ადამიანი ვარ.

შერეული საბრძოლე ხელოვნება არის ურთიერთპატივისცემის სპორტი და არა ბინძური საუბრებით დაპირისპირება. მე მინდა შეიცვალოს ეს სპორტი და დამოკიდებულება, არ მინდა სპორტსმენების რელიგიის, მამებსა და ეროვნებას შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჩემთვის ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ ვამაყობ ერთი მომენტით, ყველა მედია წერდა რომ მაკგრეგორს ფოტო აქვს პუტინთან და რუსეთის პრეზიდენტი მას გულშემატკივრობდა. პუტინმა გამარჯვების შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ ის ამაყობს ჩემით და მომილოცა ჩემპიონობა.

მე ვთქვი, რომ ყველაფერს 6 ოქტომბერს შევცვლი და ეს შევძელი!

altUFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბს შეიძლება დეპორტი ჩაურტყან

 

altრას ამბობდა გაცხარებული ხაბიბი როცა ქამარი არ მისცეს...

altხაბიბმა გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

altხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]