სხვა

სხვადასხვა

ნიკ დიასი: დავიღალე ეგეთების გამარჯვებით, ხაბიბი ბინძურად ჩხუბობს

AutoSharing Option
UFC-ის მებრძოლმა ნიკ დიასმა ხაბინ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის ჩხუბის შესახებ ისაუბრა.

"არ მგონია, რომ კონორი ხაბიბთან შეხვედრაში თავის თავს ჰგავდა. პირველად ვუყურე მის ჩხუბს ტელევიზიით და ის საკუთარ თავს არ ჰგავდა.

მაკგრეგორის გამარჯვება მინდოდა - დავიღალე იმ მებრძოლების გამარჯვებით, რომლებიც ხაბიბის სტილში ჩხუბობენ. ჩემი აზრით, ეს ჩხუბის ბინძური სტილია.

ხაბიბის დასამარცხებლად, პარტერში ჩხუბის გარკვეული ცოდნა გჭირდება. კონორი ამ საკითხში ახალწვეულია. ვფიქრობ, ჩემი ძმა ხაბიბს მოერეოდა. მეც მოვერეოდი, ბრძოლა სხვა წონაში რომ ყოფილიყო, მაგრამ გამიჭირდება მსუბუქ წონაზე დაშვება.

ისეთი
უნდა იყო, როგორიც მაკგრეგორია, მაგრამ ბრძოლაში გადარჩენა უნდა იცოდე, მას კი პარტერში მუშაობის ფორმულა ნამდვილად არ ჰქონდა.

ММА-ს გულშემატკივრებს ახლა ორი რამე სურთ: ჩემი სტილის რაც შეიძლება მეტი მებრძოლი და რაც შეიძლება ნაკლები ხაბიბისნაირი.

ასევე, ნაკლები მოჭიდავე და მოკრივე, რომლებსაც დაცვითი სტილი აქვთ, რადგან ისინი ბრძოლას მოსაწყენს ხდიან.

მოწინააღმდეგის დაჭერა და მსუბუქი დარტყმები ჩხუბის ბინძური სტილია. ამიტომ დიახ, მე მაკგრეგორის მხარეს ვარ", - თქვა დიასმა.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა კონორი მეოთხე რაუნდში დაამარცხა.

altხაბიბი VS კონორი - ბრძოლა ოქტაგონზე და მის მიღმა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

altხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ