კომისიამ ხაბიბს ჰონორარის ნახევარი გაუყინა და მებრძოლებს დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
24 ოქტომბერს ლას-ვეგასში ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის მომხდარი ინციდენტის თაობაზე ნევადის სპორტული კომისიის სხდომის მოსმენა გაიმართა.

NSAC-მ გადაწყვიტა, ხაბიბს კონორთან ბრძოლის ჰონორარის ნახევარი, 1 მლნ დოლარი გადაუხადოს. მეორე ნახევარი კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გაიყინება. NSAC-ის საბოლოო მოსმენა, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოსკენ ჩატარდება.

ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის დისკვალიფიკაცია კი 10 დეკემბრამდე გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ UFC 229-ის ბრძოლის შემდეგ ნევადის სპორტულმა კომისიამ ხაბიბის ჰონორარი გაყინა, რადგან ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გალიიდან ამოხტა და ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორს დაესხა თავს. კონორმა კი თავისი ჰონორარი ბოლომდე მიიღო.

alt

დაწყევლილი დარტყმა მარჯვნიდან - მაკგრეგორმა ხაბიბთან ბრძოლა დეტალურად განიხილა

altხაბიბი VS კონორი - ბრძოლა ოქტაგონზე და მის მიღმა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

altხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული