NSAC-მ გადაწყვიტა, ხაბიბს კონორთან ბრძოლის ჰონორარის ნახევარი, 1 მლნ დოლარი გადაუხადოს. მეორე ნახევარი კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გაიყინება. NSAC-ის საბოლოო მოსმენა, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოსკენ ჩატარდება.
ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის დისკვალიფიკაცია კი 10 დეკემბრამდე გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ UFC 229-ის ბრძოლის შემდეგ ნევადის სპორტულმა კომისიამ ხაბიბის ჰონორარი გაყინა, რადგან ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გალიიდან ამოხტა და ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორს დაესხა თავს. კონორმა კი თავისი ჰონორარი ბოლომდე მიიღო.
დაწყევლილი დარტყმა მარჯვნიდან - მაკგრეგორმა ხაბიბთან ბრძოლა დეტალურად განიხილა
ხაბიბი VS კონორი - ბრძოლა ოქტაგონზე და მის მიღმა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?
ხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]
ხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]