ქვიშის ფეხბურთის ვარსკვლავების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას წელს დუბაიმ უმასპინძლა. ამ მიღწევის გარდა, "დინამო ბათუმის" ორ ფეხბურთელს ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციებში გამარჯვება ხვდათ წილად.
წარმოშობით ესპანელი ლორენცო გომესი, რომელიც "დინამო ბათუმში" ასპარეზობს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო ასევე "დინამოს" ფეხბურთელის - ედუ სუარესის გოლი 2018 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. წელს "დინამო ბათუმი" საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა.
"დინამო ბათუმის" საპლაჟო ფეხბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით