გურამ თუშიშვილს ყაზახეთში ნახევარფინალი წააგებინეს? - ის სკანდალისტად მონათლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალმათიში, ყაზახურ ეროვნულ ჭიდაობა კაზაკ კურესში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში ქართველი ძიუდოისტის გურამ თუშიშვილის მონაწილეობა სკანდალური გამოვიდა.

შარშან თუშიშვილი ფინალში მასპინძელ აიბეკ ნუგიმაროვთან დამარცხდა, ახლა კი მას ნახევარფინალში შეხვდა და ისევ წააგო. ყაზახმა ილეთი შეასრულა, რომელიც მსაჯებმა სუფთა გამარჯვებად შეაფასეს, თუშიშვილმა კი მეტოქეს გამარჯვება არ მიულოცა და მესამე ადგილისთვისაც არ იჭიდავა.

თუმცა, თავად ყაზახებიც აღიარებენ, რომ არ არიან დარწმუნებულნი მსაჯის გადაწყვეტილების ობიექტურობაში. გურამმა ჩათვალა, რომ არბიტრები მასპინძელს მიუდგნენ და ამან მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახური საიტი "კარავანი" ამ ნახევარფინალის შესახებ შემდეგს წერს:

"ერთი წლის წინ ქართველი მოჭიდავე აიბეკთან ფინალში დამარცხდა და თქვა, რომ მასზე უარყოფითად ზედმეტმა თავდაჯერებამ იმოქმედა. იმ წაგებიდან მან დასკვნები გამოიტანა: უკვე მე-40 წამზე ორი შეფასება "ბუკი" მოიპოვა, მაგრამ ნუგიმაროვი, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე შეტევისთვის მომენტის შერჩევის საოცარ უნარს ამჟღავნებდა, მოწინააღმდეგის წამიერი მოდუნებით ისარგებლა და შესანიშნავი ილეთი ჩაუტარა. თავიდან მსაჯმა ეს "ჟარტილაით " შეაფასა, მაგრამ ხალიჩის ხელმძღვანელთან და გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, აიბეკს სუფთა მოგება ჩაუთვალა.

გადამწყვეტი ეპიზოდი რამდენიმეჯერ გაამეორეს დიდ ტაბლოზე, მაგრამ ძნელია იმის დანამდვილებით მტკიცება, რომ ერთი ბეჭით შეეხო ქართველი ხალიჩას თუ ორით. თავად თუშიშვილი თვლიდა, რომ ბრძოლა უნდა გაეგრძელებინათ. ყაზახის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მან მეტოქეს და მსაჯს ხელი არ ჩამოართვა. თუშიშვილი იმდენად სერიოზულად განაწყენდა, რომ მესამე ადგილისთვის არ იჭიდავა და ბრინჯაოს ქამარი ავტომატურად ბიბიკოვს დარჩა".

ფინალში ნუგიმაროვმა თანამემამულე მუზაპაროვს სძლია, ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული და 10 მილიონი ტენგე ( 26 695 აშშ დოლარი) გამოიმუშავა.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ასე არ შეიძლება გურამ, რა ნერვებზე ხარ? წაგაქცია კაცურად და მართალიც რომ იყო რა საქციელია ეს, რა უპატივცემულობაა? რა გჭირთ ამ ძიუდოისტებს, რა ყველა ერთიანად გაგიჟდით და გადაირიეთ??
ლაშა
07 დეკემბერი 2018 09:29
3
წააგებინეს კი არა წააგო. მეტი რა უნდა ექნა?! დააგდო სუფთაზე.
Semi
06 დეკემბერი 2018 21:07
4
ეეეეე.. კარგი რა გურამ:((( სუფთაა აბა რა არის? რა არის აქ გასაპროტესტებელი?
Irakliy
06 დეკემბერი 2018 21:58
11
არ გაუპროტესტებია.ხალხს დაანახა,რომ უკმაყოფილო დარჩა,თორემ დიდათ არ უდარდია.
გიოშა
08 დეკემბერი 2018 09:08
0
კარგი სპონსორები უნდათ სპორცმენებს რომ ასეთ უაზრო ტურნირებზე არ იარონ.
jorj
07 დეკემბერი 2018 00:36
4
საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვთ, როდესაც შედეგს აფიქსირებენ ;)
...
07 დეკემბერი 2018 09:19
0
ჭიდაობაში ხშირად ხდება მიკერძოებული მსაჯობა, მაგრამ ისეთი ეფექტური, ლამაზი ილეთი გამოუვიდა ყაზახ სპორტცმენს, რომ თუშიშვილს დიდ ხანს ემახსოვრება, ხელის არ ჩამორთმევა კი არა სპორტული საქციელია. ბევრი დამეთანხმება, რომ ყაზახმა სამართლიანად მოიგო.
s.s.
07 დეკემბერი 2018 20:39
1
ნაღდად მოუგო.სამწუხაროდ.დააგდო ბეჭებზე.
j.ch.
06 დეკემბერი 2018 22:03
13
ამის წესები არ ვიცი მაგრამ აშკარად ერთი ბეჭით დაეცა მეორე ბეჭსა და ტატამს შორის ამ "აბდულშაჰილის" ხელი იყო
Zorbegi
06 დეკემბერი 2018 22:56
2
ყაზახეთში ყაზახს უნდა მოეგო და მოიგო კიდეც,ამ უმნიშვნელო ტურნირში.რა ლამაზი "გდება" გააკეთა ამ შეჩვენებულმა.:)))
არ დაბლოკოთ
გიოშა
07 დეკემბერი 2018 14:11
0
ზუსტად ამ ილეთით წააგო პირველი შეხვედრაც ამ აიბეკთან, ჭიდაობის ამ სახეობაში არ ვიცი და ძიუდოში ეს ამოსმული 100 % იპონი იქნებოდა, სუფთა გდება იყო თუ ჩემი ორი მრგვალი თვალი არ მატყუებს.
....
07 დეკემბერი 2018 12:41
0
უკვე ერთი 20 ჯერ ვუყურე. მართალია ცალ ბეჭზე დაეცა, მაგრამ ვთვლი,მაინც სუფთად მოუგო ყაზახმა ფალავანმა! წაგება ხომ მეწყინა და მეწყინა, მაგრამ წაგების შემდეგ გურამის საქციელი ვერაფერი ვაჟკაცობაა!
aburjga
07 დეკემბერი 2018 10:14
2
ფული უნდა მაგ საქმეს და ფულიან-გულიანი კაცების მონდომება, რაც საწუხაროდ რთული თემაა.
bs
07 დეკემბერი 2018 13:11
0

სიახლეები პოპულარული