გურამ თუშიშვილს ყაზახეთში ნახევარფინალი წააგებინეს? - ის სკანდალისტად მონათლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალმათიში, ყაზახურ ეროვნულ ჭიდაობა კაზაკ კურესში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში ქართველი ძიუდოისტის გურამ თუშიშვილის მონაწილეობა სკანდალური გამოვიდა.

შარშან თუშიშვილი ფინალში მასპინძელ აიბეკ ნუგიმაროვთან დამარცხდა, ახლა კი მას ნახევარფინალში შეხვდა და ისევ წააგო. ყაზახმა ილეთი შეასრულა, რომელიც მსაჯებმა სუფთა გამარჯვებად შეაფასეს, თუშიშვილმა კი მეტოქეს გამარჯვება არ მიულოცა და მესამე ადგილისთვისაც არ იჭიდავა.

თუმცა, თავად ყაზახებიც აღიარებენ, რომ არ არიან დარწმუნებულნი მსაჯის გადაწყვეტილების ობიექტურობაში. გურამმა ჩათვალა, რომ არბიტრები მასპინძელს მიუდგნენ და ამან მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახური საიტი "კარავანი" ამ ნახევარფინალის შესახებ შემდეგს წერს:

"ერთი წლის წინ ქართველი მოჭიდავე აიბეკთან ფინალში დამარცხდა და თქვა, რომ მასზე უარყოფითად ზედმეტმა თავდაჯერებამ იმოქმედა. იმ წაგებიდან მან დასკვნები გამოიტანა: უკვე მე-40 წამზე ორი შეფასება "ბუკი" მოიპოვა, მაგრამ ნუგიმაროვი, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე შეტევისთვის მომენტის შერჩევის საოცარ უნარს ამჟღავნებდა, მოწინააღმდეგის წამიერი მოდუნებით ისარგებლა და შესანიშნავი ილეთი ჩაუტარა. თავიდან მსაჯმა ეს "ჟარტილაით " შეაფასა, მაგრამ ხალიჩის ხელმძღვანელთან და გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, აიბეკს სუფთა მოგება ჩაუთვალა.

გადამწყვეტი ეპიზოდი რამდენიმეჯერ გაამეორეს დიდ ტაბლოზე, მაგრამ ძნელია იმის დანამდვილებით მტკიცება, რომ ერთი ბეჭით შეეხო ქართველი ხალიჩას თუ ორით. თავად თუშიშვილი თვლიდა, რომ ბრძოლა უნდა გაეგრძელებინათ. ყაზახის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მან მეტოქეს და მსაჯს ხელი არ ჩამოართვა. თუშიშვილი იმდენად სერიოზულად განაწყენდა, რომ მესამე ადგილისთვის არ იჭიდავა და ბრინჯაოს ქამარი ავტომატურად ბიბიკოვს დარჩა".

ფინალში ნუგიმაროვმა თანამემამულე მუზაპაროვს სძლია, ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული და 10 მილიონი ტენგე ( 26 695 აშშ დოლარი) გამოიმუშავა.
მკითხველის კომენტარები / 46 /
,,წააგებინეს " რატომ ? არ წააგო ? მე ამ ჭიდაობის წესებში ვერ ვერკვევი , მაგრამ რასაც ვუყურე სამწუხაროდ ყაზახმა მოიგო , ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა .
gerd miuleri
07 დეკემბერი 2018 16:46
2
იმედია ახლა მაინც იხმარ ჭკუას და მესამედ აღარ წახვალ მაგ ტურნირზე, თუმცა აღარა მგონია მაგათაც შეგაწუხონ.
გენო
07 დეკემბერი 2018 15:53
0
ყაზახებმა ფეხბურთში ჩვენთან ორჯერ წააგეს და ერის წინაშე რაღაცით ხომ უნდა გამოეჩინათ თავი.
გიოშა
07 დეკემბერი 2018 15:37
2
რა წააგებინეს , მეშოკივით ( ტომარა ) დააწყვიტა.
უბრალოდ მოქალაქე
07 დეკემბერი 2018 15:26
2
როცა ასეთ ტურნირზე მიდიხარ, მსგავსი რამისთვის მზად უნდა იყო, ოლიმპიადებზე არ მსაჯობენ ობიექტურად და აქ აბა რას იზამდნენ, ესე იოლად გამოატანდნენ ოქროს?
პ.ს მგონი მართლა არ დაცემულა ორივე ბეჭზე, მაგრამ ისე იოლად დაანარცხა იმ ყაზახმა რომ მანდ მგონი აღარც ქონდა მნიშვნელობა ცალი ბეჭი იყო თუ ორივე, ისედაც ცხადი იყო ვინ გაიმარჯვა
lado
07 დეკემბერი 2018 14:54
2
ყაზახეთში ყაზახს უნდა მოეგო და მოიგო კიდეც,ამ უმნიშვნელო ტურნირში.რა ლამაზი "გდება" გააკეთა ამ შეჩვენებულმა.:)))
არ დაბლოკოთ
გიოშა
07 დეკემბერი 2018 14:11
0
ზუსტად ამ ილეთით წააგო პირველი შეხვედრაც ამ აიბეკთან, ჭიდაობის ამ სახეობაში არ ვიცი და ძიუდოში ეს ამოსმული 100 % იპონი იქნებოდა, სუფთა გდება იყო თუ ჩემი ორი მრგვალი თვალი არ მატყუებს.
....
07 დეკემბერი 2018 12:41
0
შეიძლება ვცდები, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონმა კაცმა რაღაც გაუგებარ ტურნირებში და ჭიდაობებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა და თავი არ უნდა გაიბანძო. და თუ მაინცდამაინც გინდა, მაშინ უეჭველი უნდა მოიგო, როგორც მაგალითად ლევან თედიაშვილი აკეთებდა.
Irakliy
07 დეკემბერი 2018 12:38
4
ძიუდოს მიაწექი, მა სირ..ბაში მონაწილეობა რად გინდა, ტრამვებს ეძებ?
ALONZO
07 დეკემბერი 2018 12:28
1
ეს იყო შოუ სადაც თუშიშვილს უნდა წაეგო,რადგანაც ჩვენსა და ყაზახებს შორის თანაფარდობა იყოს.ფეხბურთში ორჯერ დავამარცხეთ და ყაზახეთში მათ ნაციონალურ ჭიდაობაში მათი დამარცხება არ იყო ლამაზი.გამგები გაიგებს.
გიოშა
07 დეკემბერი 2018 17:39
2
ყაზახებმა ფეხბურთში ჩვენთან ორჯერ წააგეს და ერის წინაშე რაღაცით ხომ უნდა გამოეჩინათ თავი.
გიოშა
07 დეკემბერი 2018 15:27
4
ამ ჭიდაობის არაფერი ვიცი პირველად ვნახე მარა თვით თუშოს იქ მიწვევა დიდ ჰონორარს ნიშნავს მე მაინც შოუ მგონია წაგებაც სკანდალური ხელის არ ჩამორთმევა აბა ამ ყაზახზე დიდი მასები არ დაუმარცხებია თუშოს ძიუდოში?
dato
07 დეკემბერი 2018 10:57
1

სიახლეები პოპულარული