გურამ თუშიშვილს ყაზახეთში ნახევარფინალი წააგებინეს? - ის სკანდალისტად მონათლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალმათიში, ყაზახურ ეროვნულ ჭიდაობა კაზაკ კურესში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში ქართველი ძიუდოისტის გურამ თუშიშვილის მონაწილეობა სკანდალური გამოვიდა.

შარშან თუშიშვილი ფინალში მასპინძელ აიბეკ ნუგიმაროვთან დამარცხდა, ახლა კი მას ნახევარფინალში შეხვდა და ისევ წააგო. ყაზახმა ილეთი შეასრულა, რომელიც მსაჯებმა სუფთა გამარჯვებად შეაფასეს, თუშიშვილმა კი მეტოქეს გამარჯვება არ მიულოცა და მესამე ადგილისთვისაც არ იჭიდავა.

თუმცა, თავად ყაზახებიც აღიარებენ, რომ არ არიან დარწმუნებულნი მსაჯის გადაწყვეტილების ობიექტურობაში. გურამმა ჩათვალა, რომ არბიტრები მასპინძელს მიუდგნენ და ამან მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახური საიტი "კარავანი" ამ ნახევარფინალის შესახებ შემდეგს წერს:

"ერთი წლის წინ ქართველი მოჭიდავე აიბეკთან ფინალში დამარცხდა და თქვა, რომ მასზე უარყოფითად ზედმეტმა თავდაჯერებამ იმოქმედა. იმ წაგებიდან მან დასკვნები გამოიტანა: უკვე მე-40 წამზე ორი შეფასება "ბუკი" მოიპოვა, მაგრამ ნუგიმაროვი, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე შეტევისთვის მომენტის შერჩევის საოცარ უნარს ამჟღავნებდა, მოწინააღმდეგის წამიერი მოდუნებით ისარგებლა და შესანიშნავი ილეთი ჩაუტარა. თავიდან მსაჯმა ეს "ჟარტილაით " შეაფასა, მაგრამ ხალიჩის ხელმძღვანელთან და გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, აიბეკს სუფთა მოგება ჩაუთვალა.

გადამწყვეტი ეპიზოდი რამდენიმეჯერ გაამეორეს დიდ ტაბლოზე, მაგრამ ძნელია იმის დანამდვილებით მტკიცება, რომ ერთი ბეჭით შეეხო ქართველი ხალიჩას თუ ორით. თავად თუშიშვილი თვლიდა, რომ ბრძოლა უნდა გაეგრძელებინათ. ყაზახის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მან მეტოქეს და მსაჯს ხელი არ ჩამოართვა. თუშიშვილი იმდენად სერიოზულად განაწყენდა, რომ მესამე ადგილისთვის არ იჭიდავა და ბრინჯაოს ქამარი ავტომატურად ბიბიკოვს დარჩა".

ფინალში ნუგიმაროვმა თანამემამულე მუზაპაროვს სძლია, ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული და 10 მილიონი ტენგე ( 26 695 აშშ დოლარი) გამოიმუშავა.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ამ ჭიდაობის არაფერი ვიცი პირველად ვნახე მარა თვით თუშოს იქ მიწვევა დიდ ჰონორარს ნიშნავს მე მაინც შოუ მგონია წაგებაც სკანდალური ხელის არ ჩამორთმევა აბა ამ ყაზახზე დიდი მასები არ დაუმარცხებია თუშოს ძიუდოში?
dato
07 დეკემბერი 2018 10:56
1
მე ვფიქრობ, ახლა როცა იუნესკომ ქართული ჭიდაობა შიყვანა მსოფლიოს არამატერიალურ ძეგლთა სიაში კარგი იქნება მივბაძოთ ყაზახებს (კაზაკ კურესი), იაპონელებს (სუმო, ძიუდო) და ძიუდოში თბილისის საერთაშორისო ტურნირის ნაცვლად ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატები ქართულ ჭიდაობაში!
aburjga
07 დეკემბერი 2018 10:55
2
დავით 67! მართალი ხარ უნდა იყოს ყაზახ კურეს!! (Казакшá курéс — «борьба по-казахский) ყველას ბოდიშს გიხდით!
aburjga
07 დეკემბერი 2018 16:06
0
ერთი მე დავწერე, ვინაიდან კაზაკ კურესი არა,არამედ კაზახ კურეს.ქართულად ყაზახ კურსში იქნება.სტატიის ავტორსაც შეცდომით აქვს. სიტყვა კაზაკი სულ სხვას ნიშნავს, რაც ჩემში იწვევს ზიზღს მათ მიმართ.
დავით 67
07 დეკემბერი 2018 15:11
0
ყველა გამოხმაურება
უკვე ერთი 20 ჯერ ვუყურე. მართალია ცალ ბეჭზე დაეცა, მაგრამ ვთვლი,მაინც სუფთად მოუგო ყაზახმა ფალავანმა! წაგება ხომ მეწყინა და მეწყინა, მაგრამ წაგების შემდეგ გურამის საქციელი ვერაფერი ვაჟკაცობაა!
aburjga
07 დეკემბერი 2018 10:14
2
ფული უნდა მაგ საქმეს და ფულიან-გულიანი კაცების მონდომება, რაც საწუხაროდ რთული თემაა.
bs
07 დეკემბერი 2018 13:11
0
ასე არ შეიძლება გურამ, რა ნერვებზე ხარ? წაგაქცია კაცურად და მართალიც რომ იყო რა საქციელია ეს, რა უპატივცემულობაა? რა გჭირთ ამ ძიუდოისტებს, რა ყველა ერთიანად გაგიჟდით და გადაირიეთ??
ლაშა
07 დეკემბერი 2018 09:29
3
რა კაზაკ კურეში იჭიდავე რა ძიუდო რას იშლი ნერვებს
შოთა
07 დეკემბერი 2018 05:45
0
სუფთად მოუგო ყაზახმა. ეტყობოდა ჯანით ჯობდა. ყაზახებმა თავიანთი სპორტის სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება დაიწყეს. ისე ეს სახეობები იგივეა რაც ძიუდო და სამბო. ქართული ჭიდაობა კია ცოტათი განსხვავებული, მაგრამ სსრკ-ს დროს მისგან სამბო შექმნეს რუსებმა.
არჩილი
07 დეკემბერი 2018 01:21
5
კარგი სპონსორები უნდათ სპორცმენებს რომ ასეთ უაზრო ტურნირებზე არ იარონ.
jorj
07 დეკემბერი 2018 00:36
4
საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვთ, როდესაც შედეგს აფიქსირებენ ;)
...
07 დეკემბერი 2018 09:19
0
ამის წესები არ ვიცი მაგრამ აშკარად ერთი ბეჭით დაეცა მეორე ბეჭსა და ტატამს შორის ამ "აბდულშაჰილის" ხელი იყო
Zorbegi
06 დეკემბერი 2018 22:56
2
მგონი გვერდზე დაეცა ცუდი რაკურსით იყო გამეორება არ ჩანს კარგად. მაგრამ ეს რა ჭირთ ამ ძიუდოისტებს ზოგადად სულ არეულობა რატომ არის ამ ძიუდოს ოჯახში, ქებამ აწყინათ მგონი თავში აუვარდათ ძალიან ბევრს შორიდან ასე ჩანს, აღარ აქვთ საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა.
რუსთავი
06 დეკემბერი 2018 22:55
10
ნაღდად მოუგო.სამწუხაროდ.დააგდო ბეჭებზე.
j.ch.
06 დეკემბერი 2018 22:03
13

სიახლეები პოპულარული